"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი: მოურინიოს პიროვნების გაორება აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზე გასპერმა ესპანეთის სუპერთასის მატჩში "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ქცევაზე ისაუბრა.

"მოურინიოს პიროვნების გაორება აქვს. ის რაც "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მოხდა, მისი ბუნება არაა. ის ნორმალური ადამიანია. გუშინწინ კი სულ სხვანაირი ვნახე, არა ისეთი, როგორსაც ვიცნობ.

ვფიქრობ, რომ მან თავისი ქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს ნორმალური არაა, როდესაც ერთი მწვრთნელი მეორეს თავს ესხმის. ვისურვებდი, რომ ყველაფერი ბოდიშის მოხდით, კონფლიქტისა და სისხლის გარეშე დასრულებულიყო.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნინო ოდზელასჰვილი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული