შეგახსენებთ, რომ ამ კვირას ესპანურმა კლუბმა ინგლისელების შეთავაზება უარყო, რომლებიც მატაში 25 მილიონ ევროს იხდიდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, რომან აბრამოვიჩმა სერიოზულად გადაწყვიტა ესპანელი ფეხბურთელის შეძენა და თანხა 6 მილიონით გაზარდა.
"არისტოკრატები" ცდილობენ მატას შეძენა "არსენალს", "ტოტენჰემს" და "ლივერპულს" დაასწრონ, რომლებსაც "ჩელსის" მხრიდან შეთავაზებულ თანხაზე მეტის გადახდა ნამდვილად არ შეუძლიათ.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით