"რაიო ვალეკანოს" წარმატებაში ორმა ფაქტორმა უდიდესი როლი ითამაშა, პირველი გუნდის ერთგული ფანობაა, მეორე კი მწვრთნელი ხოსე რამონ სანდოვალი, რომელმაც საჭირო დროს, საჭირო სიტყვები გამონახა ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ფეხბურთელების გასამხნევებლად. ერთი ხანობა, უხელფასობით გატანჯული ფეხბურთელები გაფიცვასაც კი აპირებდნენ, არადა, იმ დროს გუნდი სეგუნდადივიზიონში ლიდერობდა!
"რაიო ვალეკანო" ელიტაში გადავიდა, თუმცა ფინანსური სიტუაცია დიდად არ გამოკეთებულა. გუნდმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა
კლუბის პრეზიდენტმა რაულ მარტინ პრესამ მთელს ლა ლიგაში ყველაზე იაფი ფასი დაადო სეზონის აბონიმენტებს.
ციტატები
მიგელ პერეს კუესტა (იგივე მიჩუ): "რაიო ვალეკანოს ესპანეთში ყველაზე საუკეთესო და ერთგული ფანები ჰყავს. გასულ სეზონში "სელტაში" ვთამაშობდი და კარგად მახსოვს, რა კოშმარი მოგვიწყეს მათ მადრიდში. არადა, მათი გუნდი 1:3-ს აგებდა, თუმცა გულშემატკივრებს ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ მხარდაჭერა. "რაიო" პრიმერას ყველა გუნდს ნამდვილ ბრძოლას გაუმართავს".
პიტი: "სხვა გუნდებიდან მოწვევები მქონდა, მაგრამ დარჩენა ვარჩიე, რადგან აქ გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ. "რაიო" ჩემთვის ყველაფერია - როცა სათამაშოდ გამოვდივარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ამ კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, ამ სეზონში 10 გოლს მაინც გავიტან".
სეზონის მიზანი - პრიმერაში დარჩენა
სანდოვალი მიიჩნევს, რომ გუნდში ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა. მწვრთნელი წინასასეზონო მზადებით კმაყოფილია: "მართალია, ბიუჯეტით სხვა კლუბებს ვერ გავუტოლდებით, მაგრამ როცა მსაჯის სასტვენი გაისმება, მოედანზე ყველა თანასწორი ხდება. ჩვენი მთავარი ამოცანა, პრიმერაში დამკვიდრებაა".
ტრანსფერები
მივიდნენ: პედრო ბოტელიო (არსენალი, 300 ათასი ევრო), მიჩუ (სელტა, თავ. აგენტი), ხორდი ფიგუერასი (რუბინი, თავ. აგენტი), ალბერტო პერეა (ატლეტიკო ბ, თავ. აგენტი), სუელიტონ პერეირა (ვიტორია, თავ. აგენტი), რობერტო ტრაშორასი (სელტა, თავ. აგენტი), მიკელ ლაბაკა (რეალ სოსიედადი, თავ. აგენტი).
წავიდნენ: ემილიანო არმენტეროსი, რაფაელ გარსია, ნესტორ სუსაეტა, მიჩელი, ხოსე მოვილია, კარლოს დე ლა ვეგა, სალვა, იუმა, დანიელ პროვენსიო, ბრაიან ანგულო, ბორხა გარსია, კოკე, დავიდ აგანსო.
დოსიე
რაიო ვალეკანო დე მადრიდ
დაარსდა: 1924 წ.
სტადიონი: ესტადიო დე ვალეკასი (ტერესა რივერო), 14 700
პრეზიდენტი: რაულ მარტინ პრესა
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
კლუბის წევრი: 7 800
13 სეზონი პრიმერაში
მეტსახელი: რაიო
გასულ სეზონში: მე-2 ადგილი სეგუნდაში
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რაყოვალლეცანო.ეს
ყველაზე მეტი თამაში 2010/11: მოვილია (41), ტრეხო (40), არიბასი (38), კოკე (38), ხავი ფუეგო (37).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: არმენტეროსი (20), ტრეხო (9), პიტი (8), დელიბაშიჩი (7), აგანსო (7).
გუნდი 2011/12
მეკარეები
1. დავიდ კობენიო 06.04.1982
13. დანი ხიმენესი 30.07.1983
26. ხუან კარლოსი 20.01.1988
მცველები
2. ტიტო ტრიგუერო 11.07.1985
3. ხოსე მანუელ კასადო 09.081986
5. ალეხანდრო არიბასი 01.05.1989
6. მიკელ ლაბაკა 10.08.1980
11. პედრო ბოტელიო (ბრაზილია) 14.12.1989
4. ხორდი ფიგუერასი 16.05.1987
15. სუელტონ პერეირა (ბრაზილია) 19.08.1986
ნახევარმცველები
7. ხოსე მარია მოვილია 08.02.1978
8. მიგელ ანხელ მიჩელი 30.10.1975
14. ნესტორ სუსაეტა 11.12.1984
16. რაფა გარსია 14.01.1986
17. ხული სერდა 09.08.1981
18. ხავი ფუეგო 04.01.1984
20. რობერტო ტრაშორასი 28.02.1981
22. მიჩუ პერესი 21.03.1986
თავდამსხმელები
9. ალბერტო პერეა 16.05.1990
10. ფრანსისკო პიტი 26.05.1981
25. ანდრია დელიბაშიჩი (ჩერნოგორია) 24.04.1981
32. ლასანა ბანგურა (გვინეა) 30.03.1992
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"