არადა, თავიდან ყველაფერი ნორმალურად დაიწყო, I წრის შემდეგ ბასკური გუნდი მე-11 ადგილზე იყო, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი ჩააგდო, დაცვაში ქაოსი დაიწყო. ბოლო ტურში კი კომიკური სიტუაცია შეიქმნა, "რეალ სოსიედადსა" და "ხეტაფეს" ფრე აწყობდათ ლა ლიგაში დასარჩენად და მატჩიც 1:1 მორჩა. ამიტომაც სამწვრთნელო სავარძელში ურუგვაელი სპეციალისტი 46 წლ
"რეალ სოსიედადი" ერთადერთი გუნდია ესპანეთში, რომელიც არ აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე, მათ აღარ შესთავაზეს კონტრაქტების ვეტერანებს (ტამუდო, რიბასი). აი, ახლების ყიდვას კი ჯერ არ აპირებენ. შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობა აგვისტოს ბოლოს ელის, როცა ფეხბურთელთა ფასები (ფანჯრის დახურვამდე) მკვეთრად დაეცემა და მაშინ ბასკები 3-4 საჭირო ფეხბურთელს შეიძენენ, ვნახოთ...
ციტატები
დავიდ ძურუტუზა: "ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თან ამბიციური".
კლაუდიო ბრავო: "მონტანიეს რომ ვუყურებთ, ვგრძნობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ის ჩვენ საკუთარი ძალების რწმენას გვინერგავს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი აუცილებლად კარგად ითამაშებს".
ვადიმ დემიდოვი: "ყველა შესანიშნავ ფორმაშია. მე მჯერა ჩემი გუნდის".
სეზონის ამოცანა - ცხრილის შუაში დამკვიდრება
სწორედ ამ ამოცანას ისახავს ფილიპ მონტანიე და არც გაემტყენება. ასეთი პასიური სატრანსფერო პოლიტიკის გადამკიდე, მეტზე ოცნებას და ღრუბლებში ფრენას რა აზრი აქვს? ახალგაზრდებმა შესაბამისი გამოცდილება უნდა მიიღონ, აი, შემდეგ სეზონში კი...
როგორც წესი, "რეალ სოსიედადი" თავიდან აგროვებს ხოლმე ქულებს, თუმცა ახლა ეს გაუჭირდება, რადგან თავიდან ბასკებს ძლიერ მეტოქეებთან უწევთ ჭიდილი.
ტრანსფერები
მივიდნენ: ლასინე კადამურო ("რეალ სოსიედად ბ"), მაკდონალდ მარიგა ("ინტერი", 1,5 მილიონი ევრო), კარლოს ველა ("არსენალი", იჯარა), ბორხა ვიგერა ("ხიმნასტიკი").
წავიდნენ: რივასი, ტამუდო, ესნაოლა, სარასოლა, სუტილი, ლაბაკა.
დოსიე
რეალ სოსიედად დე ფუტბოლ
დაარსდა: 1909 წ.
სტადიონი: ანოეტა, 32 200
პრეზიდენტი: ხოკინ აპერიბაი
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
კლუბის წევრი: 22 000
65 სეზონი პრიმერაში
ჩემპიონი (1981, 1982), თასის მფლობელი (1909, 1987), სუპერთასი (1982)
მეტსახელი: ჩური-ურდინი, ერეალა, ლა რეალი
გასულ სეზონში: მე-15 ადგილი
ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რეალსოციედად.ცომ/
ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ბრავო (38), ჩაბი პრიეტო (37), გრიზმანი (37), ზურუტუზა (36), მ. გონსალესი (32).
ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ტამუდო (7), გრიზმანი (7), ჩაბი პრიეტო (7), არანბურუ (5), აგირეჩე (3).
გუნდი 2011/12
მეკარეები
1. კლაუდიო ბრავო (ჩილე) 13.04.1983
13. ენაუტ ზუბიკარაი 26.02.1984
30. ტონიო მარტინესი 23.11.1986
მცველები
2. კარლოს მარტინესი 09.04.1986
3. მიკელ გონსალესი 24.09.1985
15. იონ ანსოტეგი 13.07.1982
16. ვადიმ დემიდოვი (ნორვეგია) 10.10.1986
24. ალბერტო დე ლა ბელა 02.12.1985
31. ლასინე კადამურო (საფრანგეთი) 05.03.1988
ნახევარმცველები
4. გორკა ელუსტონდო 18.03.1987
5. მარკელ ბერგარა 05.05.1986
6. მაკდონალდ მარიგა (კენია) 04.04.1987
7. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) 21.03.1991
10. ჩაბი პრიეტო 29.08.1983
11. მიკელ არანბურუ 18.02.1979
14. ჯეფრი სარპონგი (ჰოლანდია) 03.08.1988
17. დავიდ ზურუტუზა 19.07.1986
22. დანიელ ესტრადა 03.01.1987
26. ასიერ ილარამენდი 08.03.1990
თავდამსხმელები
8. ხოსება ლორენტე 24.11.1979
9. იმანოლ აგირეჩე 24.02.1987
18. ბორხა ვიგერა 26.03.1987
21. დიეგო იფრანი (ურუგვაი) 08.06.1987
კარლოს ველა (მექსიკა) 01.03.1989
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"