"ბარსელონა" "რეალს" არ ჩამორჩა

AutoSharing Option
ბარსელონა-ვილიარეალი 5:0
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - მასკერანო, ბუსკეტსი, აბიდალი - ფაბრეგასი (69. ჯონათან დოს სანტოსი), კეიტა, ტ. ალკანტარა, ინიესტა (55. ჩავი) - სანჩესი, მესი, პედრო (66. ვილია).
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო, მუსაჩიო, ორიოლი - ბ. ვალერო (49. კამუნიასი), მარჩენა, ბრუნო, კანი (58. ვაკასო) - ნილმარი (54. სენა), როსი.
გოლები: 1:0 ტ. ალკანტარა (24), 2:0 ფაბრეგასი (44), 3:0 ალექსისი (47), 4:0 მესი (51), 5:0 მესი (74)
გაფრთხილება: მასკერანო, ფაბრეგასი, სანჩესი - საპატა, მარჩენა, ვაკასო
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე:
2-3; კარში დარტყმა: 18-5 (9-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 90 000

ამ სეზონში ჩვენ შეიძლება უნიკალური ფაქტის მომსწრენი გავხდეთ - ჯერ მხოლოდ ერთი ტური გავიდა და "რეალი" და "ბარსელონა" უკვე პირველ-მეორე ადგილებზე დაბანაკდნენ. თუკი ეს გრანდები 3-4 ტური არ წაიფორხილებენ, გარანტიას ვიძლევით, რომ ჩემპიონატს ისე ჩაამთავრებენ ამ ორ ადგილზე სხვა კლუბს არ მიუშვებენ.

წუხელ "ბარსა" "რეალს" ვალში არ დარჩა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "ვილიარეალი" 5:0 გაანადგურა. თუკი კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ლეო მესიმ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა.

"ვილიარეალისგან" აშკარად მეტს ველოდით. ტყულად იქადნებოდა გუნდის ახალწვეული ხავიერ კამუნიასი, რომელიც სანტი კასორლას შემცვლელად მიიყვანეს, არ გაგიკვირდეთ თუკი "კამპ ნოუზე" "ბარსას" დავამარცხებთო - მასპინძელთა უპირატესობას აბსოლუტური ეთქმოდა, "ელ სუბმარინო" კი მასპინძელთა ტორპედოების შემდეგ საბოლოოდ დაიძირა.

ხოსეპ გვარდიოლამ სათადარიგოთა სკამზე დატოვა დავიდ ვილია და ჩავი, თუმცა ეს გუნდს სულ არ შეტყობია. დებიუტანტებმა ალექსის სანჩესმა და სესკ ფაბრეგასმა კი გოლდამშვენებულებმა დატოვეს მინდორი.

"ბარსელონა" 24-ე წუთზე დაწინაურდა, როცა ტიაგო ალკანტარამ რამდენიმე მცველის ალყის მიუხედავად გაიტანა. ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დადგა "ბარსას" გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ - ჯუზეპე როსის ვიქტორ ვალდესმა აუღო. ტაიმის ბოლოს ფაბრეგასმა მესის დიდებული პასი მიიღო, მეკარე მოატყუა და პრიმერადივიზიონში კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. შემდეგ, მეორე ტაიმში, იგივე ჩილელმა ალექსის სანჩესმა გააკეთა, ბოლოს კი მესის ჯერი დადგა, როცა არგენტინელმა დიეგო ლოპესის კარში დუბლი შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული