არგენტინელმა გარდა იმისა, რომ საგოლე პასი გაუკეთა ფაბრეგასს, "ვილიარეალის" კარში ორი გოლი გაიტანა.
"მესისთან თამაში დიდი სიამოვნებაა. მას თავისუფლად შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ეს დაუჯერებელია. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა გოლების გატანას, მაგრამ მოედანზე მხოლოდ იმის სურვილით გამოვდივარ, რომ კარგად ვითამაშო", - განაცხადა ფაბრეგასმა.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით