"ვილიარეალის" პრეზიდენტი: ესპანური ფეხბურთი მოკვდება

AutoSharing Option
"ვილიარეალის" პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა "ბარსელონასთან" (0:5) განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ დროა რამე გაკეთდეს "რეალისა" და "ბარსელონას" უპირატესობასთან დაკავშირებით.

ეს ორი გრანდი ფინანსურად სხვა ესპანეთის გუნდებზე საკმაოდ მაღლა დგას. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა პრიმერა დივიზიონი მხოლოდ ამ ორი გრანდის ასპარეზი გახდება.

"თუ მათ უნდათ, რომ მხოლოდ "რეალისა" და "ბარსელონას" ორი შეხვედრა ჰქონდეთ, კი ბატონო, მაგრამ არა მგონია ამან ესპანურ ფეხბურთს რამე კარგი მოუტანოს. ამაზე უკვე სამი თუ ოთხი წელია ვსაუბრობ. ჩვენ უნდა შევცვალოთ სიტუაცია, თუ არადა ესპანური ფეხბურთი მოკვდება",
- განაცხადა ფერნანდო როიგამ

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული