კარლეს პუიოლი მწყობრშია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველი კარლეს პუიოლი შესაძლოა ახლო მომავალში მოედანზე გამოვიდეს. ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა უკვე მოიშუშა და თამაშისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ პუიოლმა ტრავმა შარშან გაზაფხულზე მიიღო და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებდა. მცველმა ასევე სეზონის სტარტი გამოტოვა, თუმცა როგორც გაირკვა "მილანთან" შეხვედრაში ფეხბურთელი სათამოშოდ მზად იქნება.

მოსალოდნელია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კარლეს პუიოლს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში "სოსიედადის" წინააღმდეგ განაცხადში შეიყვანს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული