ნუ გააღვიძებთ მთვლემარე მხეცს და ნუ იხუმრებთ უშნოდ!

AutoSharing Option
შაბათს, მატჩის წინ პრესკონფერენციაზე უშნო ხუმრობა გამოუვიდა ჟოზე მოურინიოს. პორტუგალიელმა, თავის ჭკუით, დასცინა ხოსეპ გვარდიოლას ფრთხილ გამონათქვამებს - მე არასოდეს ვგეგმავ ტიტულებსო და უფრო შორს წავიდა - "განსაკუთრებულმა" თქვა, ჩვენი მიზანია ლიგიდან არ გავვარდეთო.

მეორე დღეს კი მისმა გუნდმა ტურის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა - ნახევარზე მეტი დრო 10 კაცით ითამაშა და 0:1 წააგო მოკრძალებულ "ლევანტესთან".

"რეალის" სერია კოტ დივუარელმა არუნა კონემ შეწყვიტა, როცა მეორე ტაიმში ხავი ვენტას პასი გამოიყენა, მანამდე იყო სამი ხედირას გაძევება. ტურში კი ორმა გუნდმა ("ბარსელონამ" და
"ატლეტიკომ") ლამის იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე დანარჩენმა 18-მა.

ბოლო დღეებში "ბარსელონამ" ორჯერ 2:2 ითამაშა, ჯერ ბასკურ "რეალ სოსიედადთან", შემდეგ იტალიურ "მილანთან" და წავიდა.არ დარჩენილა მთელს ევროპაში თუნდაც ერთი მედია საშუალება (მათ შორის, ჩვენიც), რომელსაც "ბარსას" კრიზისზე თუ არა არადამაჯერებელ სტარტზე მაინც რომ არ დაეწეროს. გაკეთდა შორსმიმავალი დასკვნებიც (მაგალითად, კატალონიელთა ზეობა სრულდება), თვითკრიტიკული გამონათქვამებიც (დანი ალვეში: ჩვენ ისეთი დიდებიც არ ვართ, როგორც გვგონია; ხოსეპ გვარდიოლა: შარშანდელი დონის თამაშით, წლეულს ლიგას ვეღარ მოვიგებთ) და ასე შემდეგ.

მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ამ ხელოვნურმა გამაღიზიანებელმა ისევ ამ საქმეში უდანაშაულო დააზარალა - ნავარული მოკრძალებული, მაგრამ ამაყი "ოსასუნა". გუნდმა ისედაც იცოდა სად მიდიოდა და რა ელოდა შაბათს, მაგრამ გაავებული "ბარსელონა" კი დაუხვდა - პეპის გუნდი ისე თამაშობდა, თითქოს, მოსისხლე მტერი "რეალი" იყო მის წინააღმდეგ გამოსული და ნავარული ბასტიონიც ნაწილებად დაიშალა - 8:0, პირველი არასოლიდური ანგარიში წლევანდელ ლა ლიგაში.

ლეო მესიმ სეზონის პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა (რასაც ორი საგოლე პასი დაამატა), დავიდ ვილიამ - დუბლი გოლები გაიტანეს სესკ ფაბრეგასმა და ჩავიმაც, ერთიც თავის კარში გაიტანეს სტუმრებმა და ასე შეგროვდა 8 გოლი საბრალო ანდრეს ფერნანდესის კარში. სხვათა შორის, 24 წლის ანდრესი მესამე მეკარეა რიკარდოსა და რიესგოს შემდეგ, თუმცა ამ სეზონში უკვე მეორედ მოხვდა სასტარტოში. მოვლენები კი ასე განვითარდა მის კართან: მე-5 წუთზე დანი ალვეშმა მარჯვნიდან თავით ჩააწოდა მეკარის ბაქანზე, სადაც გოლკიპერს მესიმ დაასწრო.

მე-12 წუთზე ფაბრეგასმა საჯარიმოში მესისგან მიიღო პასი და არ დააღალატა თანაგუნდელი, 33-ე წუთზე აბიდალმა მეკარესთან პირისპირ ვილია გაიყვანა, მანაც მოატყუა ანდრესი და ცარიელ კარში შეაგორა, 39-ე წუთზე კვლავ ვილია გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ "ბოლო სიტყვა" მცველ როვერსიოს დარჩა, მე-40 წუთზე ფაბრეგასმა და მესიმ კომბინაცია პენალტის ნიშნულთან გაითამაშეს, რასაც არგენტინელის გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ჯერ ჩავიმ გადაუგდო მეკარეს თავზე ბურთი (56-ე წუთი), შემდეგ სესკის საოცარი დრიბლინგის შემდეგ ვილიამ გაიტანა და ყველაფერი მესიმ 78-ე წუთზე ისეთ სტილში დაასრულა, გულქვა იქნებოდი, "ოსასუნა", რომ არ შეგცოდებოდა და "ბარსელონაც" გაჩერდა.

მატჩის გმირი უდავოდ მესია, თუმცა არანაკლებ ითამაშა სესკმაც, რომელმაც გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა.

მოდი, ასე ვთქვათ - ის, რომ "ვალენსია" დაუმარცხებელი ლიდერია, ორი კაცის დამსახურებაა, გოლის ავტორ რობერტო სოლდადოსი, რომელმაც ხიხონში გამარჯვებისა შეაგდო და მეკარე ვისენტე გუაიტასი, რომელმაც ასტურიელთა შეტევები მოიგერია. 29-ე წუთზე შეტევა მარცხნიდან პაბლო ერნანდესმა წამოიწყო, ბურთი ჟონასს მიუვიდა, თუმცა ბრაზილიელის დარტყმული ხუან პაბლო მოიგერია, მისთვის საუბედუროდ ბურთი სოლდადოს მიუვიდა, რომელსაც ჩემპიონატში მე-5 გოლის გატანა არ გასჭირვებია. შაბათის სხვა მატჩებშიც თითო გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი - ფრედერიკ კანუტემ "სევილიას" მოაგებინა "რეალ სოსიედადთან" მატჩში, მას შემდეგ, რაც ალვარო ნეგრედომ თავით გადააწოდა პასი, "მალაგას" გამარჯვება მარტინ დემიკელისის თავურმა მოუტანა ბალეარებზე, ხოლო დებიუტანტ "გრანადას" პირველი ქულები ნიგერიელმა იკეჩუკვუ უჩემ მოუტანა "ვილიარეალთან" შეხვედრაში.

გუშინდელი დღე მცირე მადრიდული დერბით გაიხსნა, ორი გარეუბნის გუნდების მატჩში "რაიო ვალეკანომ" მიგელ პერესის (იგივე მიჩუ) ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა "ხეტაფეზე". "ესპანიოლს" "სარაგოსამ" კი არა, მისმა ყოფილმა კაპიტანმა, ლუის გარსიამ მოუგო, რომელმაც ბარსელონელთა კარში დუბლი შეასრულა  - 2:1.

ესეც "პორტუს" ყოფილი ვარსკვლავის, რადამელ ფალკაოს პირველი გოლები ესპანეთში, თანაც ერთბაშად სამი - კოლუმბიელის ჰეთ თრიკს ადრიან ლოპესმა ერთიც მიაყოლა და "ატლეტიკომ" 4:0 გაანადგურა "რასინგი". ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი მოხსნის პირველი კანდიდატია პრიმერაში.

დაბოლოს, იყო თრილერი ბილბაოში, რომლის შესახებაც ხვალ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით (ეს თამაში ამად ღირს), 3:2 მოიგო "ბეტისმა" და ესპანეთში ორხელისუფლებიანობა დააკანონა.

ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური
სპორტინგი-ვალენსია 0:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - დ. სუარესი (77. კარმელო), ბოტია, გრეგორი, კანელია - რივერა, ს. ალვარესი - ნ. ნოვო (56. ლორა), ანდრე კაშტრო (57. სანგოი), დე ლას კუევასი - ბარალი.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო, რამი, რუისი, ალბა - ალბელდა, ბანეგა - პ. ერნანდესი, ჟონასი (60. პიატი), კანალესი (78. ტ. კოსტა) - სოლდადო (68. ადურისი).
გოლი: 0:1 სოლდადო (29)
გაფრთხილება: რივერა - რუისი, ალბა, ბრუნო, ერნანდესი, პიატი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-11 (4-5); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 20 000

გრანადა-ვილიარეალი 1:0
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკერა - მოისესი, იებდა (86. აბელი) - ხარა, მარტინში (68. რიკო), ბენიტესი - უჩე (72. გეიხო).
ვილიარეალი (4-4-2): სესარი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, კატალა (59. დე გუზმანი) - ბ. ვალერო, მარჩენა, კანი (67. კამუნიასი), ბრუნო - მ. რუბენი (59. ნილმარი), როსი.
გოლი: 1:0 უჩე (55)
გაფრთხილება: მარტინში, იებდა, მოისესი, რიკო, დიახატე, ნიომი - კატალა, მუსაჩიო
კუთხური: 0-7; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-14 (2-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 14 000

მალიორკა-მალაგა 0:1
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ზუიველროონი, ჩიკო, რამისი, კასერესი - პინა, ტისონე - ტეხერა (70. პერეირა), ალფარო (46. იენაგა), ნსუე - ჰემედი (56. ვიქტორი).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, ელიზეუ - ტულალანი, დუდა (80. სება ფერნანდესი) - ხოაკინი, ჟ. ბაპტიშტა (65. მარესკა), კასორლა - ვან ნისტელროი (70. რონდონი).
გოლი: 0:1 კასერესი (39. ს.კ.)
გაფრთხილება: ჩიკო, კასერესი - ტულალანი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 6-8 (1-4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 12 000

ბარსელონა-ოსასუნა 8:0 [იხილეთ ვიდეო]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, მასკერანო, პუიოლი (53. მაქსველი), აბიდალი (46. ადრიანო) - ჩავი (60. აფელაი), ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - მესი, ფაბრეგასი, ვილია.
ოსასუნა (4-1-4-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, როვერსიო, რაიტალა (46. სეხუდო) - ლოლო - დამია, პუნიალი (77. ტიმორი), რ. გარსია (61. იბრაჰიმა), ლამა - ნინო.
გოლები: 1:0 მესი (5), 2:0 ფაბრეგასი (12), 3:0 ვილია (33), 4:0 როვერსიო (39 ს.კ.), 5:0 მესი (40), 6:0 ჩავი (56), 7:0 ვილია (75), 8:0 მესი (78)
გაფრთხილება: ვილია - ლამა, გარსია, იბრაჰიმა, დამია, ტიმორი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 18-7 (14-1); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 85 000

სევილია-რეალ სოსიედადი 1:0
სევილია (4-4-2): ვარასი - კოკე, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, ტროხოვსკი (73. რაკიტიჩი), პეროტი (82. არმენტეროსი) - კანუტე (68. დელ მორალი), ნეგრედო.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - მარიგა, არანბურუ (60. ილარამენდი) - ჩაბი პრიეტო (30. კადამურო), ზურუტუზა (76. აგირეჩე), გრიზმანი - იფრანი.
გოლი: 1:0 კანუტე (53)
გაფრთხილება: ესკუდე, სპაჰიჩი, კოკე - დე ლა ბელა, მარიგა
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 15-11 (5-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 35 000

ხეტაფე-რაიო ვალეკანო 0:1
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მასილელა - პედრო ლეონი (71. აბდელი), ლასენი, ხ. როდრიგესი (34. რ. პერესი), სარაბია (60. პ. რიოსი) - გუისა, მიკუ.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - მოვილია, ფუეგო - პიტი (74. დელიბაშიჩი), მიჩუ, ბოტელიო (82. პაჩეკო) - ტამუდო (57. ლას. ბანგურა).
გოლი: 0:1 მიჩუ (4)
გაფრთხილება: მასილელა, პერესი, რიოსი - ბოტელიო, არიბასი, კასადო, ტიტო, მიჩუ
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 7-9 (2-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 12 000

სარაგოსა-ესპანიოლი 2:1
სარაგოსა (5-4-1): რობერტო - ხუარესი, მატეოსი, მეირა (78. აბრაამი), დ. სილვა, პარედესი - ლ. გარსია, პონსიო (59. ბარერა), რუბენ მიკაელი, ლაფიტა - პოშტიგა (81. ბრაულიო).
ესპანიოლი (4-4-2): ალვარესი - ხ. ლოპესი, ფორლინი, მორენო, დიდაკ ვილა - ს. გარსია, ბაენა, მარკესი (46. პანდიანი), ვერდიუ (24. რომარიკი) - ტიევი, ა. ვასკესი (46. ვეისი).
გოლები: 1:0 ლუის გარსია (29), 1:1 ხ. ლოპესი (71), 2:1 ლუის გარსია (91)
გაფრთხილება: მატეოსი, პოშტიგა - მორენო, ხ. ლოპესი, რომარიკი, ვეისი
გაძევება: ხ. ლოპესი (89)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 23-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-14 (5-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 25 000

ატლეტიკო-რასინგი 4:0
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - პერეა, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, მ. სუარესი - რეიესი (75. ხუანფრანი), დიეგო (46. ადრიანი), არდა - ფალკაო (67. პიცი).
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ოსმარი, სისმა - ციოლისი, ა. გონსალესი (66. ედუ ბედია) - არანა (65. ნაუელპანი), აკოსტა, ლუკე (46. სერანო) - სტუანი.
გოლები: 1:0 ფალკაო (23), 2:0 ფალკაო (35-პენ), 3:0 ფალკაო (55), 4:0 ადრიანი (78)
გაფრთხილება: პერეა, სუარესი, ადრიანი - ოსმარი, აკოსტა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17-4 (7-0); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 48 000

ლევანტე-რეალი 1:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო, ბარკერო (72. რ. სუარესი), ხუანლუ (84. პალიარდო) - კონე (82. არანდა).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო (69. იოზილი)- ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, კაკა (58. იგუაინი), კოენტრაო - ბენზემა (46. რონალდო).
გოლი: 1:0 კონე (67)
გაფრთხილება: ბალესტეროსი, ვენტა, იბორა, პალიარდო, ვალდო, სუარესი - პეპე, ხედირა, კოენტრაო, დი მარია
გაძევება: ხედირა (39)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-14 (4-3); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 25 000

ბილბაო-ბეტისი 2:3
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, დე მარკოსი - გურპეგი (80. ტოკერო), იტურასპე (63. დ. ლოპესი)- სუსაეტა, მუნიაინი, გაბილონდო (66. ი. მარტინესი) - ლორენტე.
ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ჩიკა, მარიო, დორადო, ნაჩო - ირინეი, ბენატი (82. მატილია) - პერეირა, სევილია, მონტერო (67. ესეკილი) - სანტა კრუსი (76. ამაია).
გოლები: 0:1 ბენატი (6), 0:2 ნაჩო (12), 1:2 დე მარკოსი (37), 1:3 სევილია (45-პენ), 2:3 დ. ლოპესი (85-პენ)
გაფრთხილება: ამორებიეტა, დე მარკოსი, გურპეგი, მუნიაინი - კასტო, მარიო, ნაჩო, ირინეი
გაძევება: მარიო (74), ამორებიეტა (94)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-18 (9-6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 38 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალენსია 3 3 0 0 6-3 9
2. ბეტისი 3 3 0 0 5-2 9
3. ბარსელონა 3 2 1 0 15-2 7
4. სევილია 3 2 1 0 5-3 7
5. რეალი 3 2 0 1 10-3 6
6. მალაგა 3 2 0 1 6-2 6
7. ვალეკანო 3 1 2 0 2-1 5
8. ლევანტე 3 1 2 0 2-1 5
9. ატლეტიკო 3 1 1 1 4-1 4
10. სოსიედადი 3 1 1 1 4-4 4
11. სარაგოსა 3 1 1 1 2-7 4
12. ოსასუნა 3 1 1 1 2-9 4
13. ესპანიოლი 3 1 0 2 3-4 3
14. მალიორკა 3 1 0 2 1-2 3
15. გრანადა 3 1 0 2 1-5 3
16. ბილბაო 3 0 1 2 4-6 1
17. ხეტაფე 3 0 1 2 3-6 1
18. რასინგი 3 0 1 2 3-8 1
19. ვილიარეალი 3 0 1 2 2-8 1
20. სპორტინგი 3 0 0 3 2-5 0

ბომბარდირები: 5 - სოლდადო (ვალენსია), მესი (ბარსელონა); 4 - რონალდო (რეალი); 3 - აგირეჩე (რეალ სოსიედადი), კასორლა (მალაგა), მიკუ (ხეტაფე), ნეგრედო (სევილია), ფაბრეგასი (ბარსელონა), ფალკაო (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
20 სექტემბერი: ოსასუნა-სევილია, რეალ სოსიედადი-გრანადა, ვილიარეალი-მალიორკა.
21 სექტემბერი: ატლეტიკო-სპორტინგი, მალაგა-ბილბაო, რაიო ვალეკანო-ლევანტე, რასინგი-რეალი, ვალენსია-ბარსელონა.
22 სექტემბერი: ესპანიოლი-ხეტაფე, ბეტისი-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარემ ისიც დაწერეთ რეალს მსაჯებმა როგორ წააგებინეს,ყველა ბარსას ფანი როგორ გახდა ნერვები მეშლება რა :D:D:D
Gela
19:16 19-09-2011
0
კარგი და ადექვატური სათაურია! სტატიაც კარგია.
giorgi
18:03 19-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული