"ვალენსიამ" "ბარსელონასთან" მატჩზე ბენიტესი მიიწვია

AutoSharing Option
"ვალენსიას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ესპანეთის პრიემრადიზივიონის მეხუთე ტურის მატჩზე "ბარსელონასთან" "ღამურების" ყოფილი დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი მიიწვიოს. სწორედ ბენიტესმა გახადა კლუბი ესპანეთის ჩემპიონი 2002 და 2004 წელს.

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ახალ საუკუნეში, როდესაც ჩემპიონობის მოპოვება ვერც "რეალმა" შეძლო და ვერც "ბარსელონამ".

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სამი ტურის შემდეგ "ვალენსიას" ასპროცენტიანი მაჩვენებლით პირველი ადგილი უკავია.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული