ბრაზილიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც მან გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ დიეგომ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "რასინგთან" შეხვედრაში მიიღო. მატჩის მსვლელობის დროს ბრაზილიელი ნახევარმცველი შეცვალეს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით