რონალდო "რეალთან" უვადო კონტრაქტს აფორმებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ კლუბთან უვადო კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

ამის შესახებ განცხადება თავად რონალდომ გააკეთა, რომელიც არანაირ პრობლემას არ ხედავს, რომ "სამეფო კლუბში" კარიერის ბოლომდე დარჩეს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ თავი ყველგან წარმოუდგენია, "ბარსელონას" გარდა.

26 წლის ნახევარმცველი "რეალში" 2009 წელს გადავიდა. ის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში. მადრიდელებმა მის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 94 მილიონი ევრო გადაუხადეს.

"სამეფო კლუბში" ყოფნის დროს კრიშტიანო რონალდომ მხოლოდ ერთი ტიტული- 2010-2011 წლების სეზონის ესპანეთის თასი მოიპოვა.

მომზადებულია TribalFootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული