ხედირა "რასინგთან" შეხვედრას გამოტოვებს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა "ლევანტესთან" შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

შესაბამისად, "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "რასინგთან" მატჩში ხედირას გამოყენებას ვერ შეძლებს.

ხედირას გარდა პორტუგალიელ თავკაცს ფაბიუ კოენტრაუს, პეპეს, ალტინტოპისა და ნური შაჰინის იმედიც არ უნდა ჰქონდეს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული