გვარდიოლა: ფრე სრულიად მისაღები შედეგია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ვალენსიასთან" შეხვედრის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ვალენსიამ" კარგად ითამაშა და მინდა მათ წარმატებული გამოსვლა მივულოცო. ჩვენ ქულის აღება მოვახერხეთ, რისიც კმაყოფილი ვარ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. "ვალენსიამ" პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ამ ეტაპზე "კამპ ნოუზე" განმეორებით მატჩს უნდა დაველოდოთ.

ჩვენ ჩემპიონატის ლიდერს შევხდით და ბევრი შეცდომა დავუშვით, ამიტომ ფრე სრულიად მისაღები შედეგია", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული