მოძალადე ბრაულიო?

AutoSharing Option
"სარაგოსას" 26 წლის ნახევარმცველი ბრაულიო ნობრეგა პოლიციამ კლუბის ბაზაზე დააკავა, დაჰკითხა და გაათავისუფლა, თუმცა ჯერჯერობით ნახევარმცველს თავი ქუდში არ აქვს, მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ბრალდება მის წინააღმდეგ არ მოუხსნიათ.

მას ბრალს 30 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაში სდებენ. ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა სარაგოსას ქუჩებში, დაზარალებული კუარტე დე უერვას ქუჩაზე მიდიოდა, როცა უკნიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს და მისი მანქანაში ჩასმა მოინდომა. ქალმა გაქცევა შეძლო, მაგრამ დაიმახსოვრა შავი "პორშე".

სხვათა შორის, ფეხბურთელს დაზარალებულის აღწერით ვერც მიაგნეს (მას უკნიდან დაესხნენ და სახე არ
დაუნახავს), არამედ, ქუჩაში დამონტაჟებული კამერის მიხედვით ამოიცნეს მანქანა. აქამდე ბრაულიოს პოლიციაში საქმე არასოდეს ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული