იბრას ფული სიტისაც არ აქვსო...

AutoSharing Option

ბოლო დროს ინგლისურ და ესპანურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს შესაძლო გაცვლის შესახებ. ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად უარყო ეს ხმები: "იბრას სანაცვლოდ იმდენი ფულია საჭირო, ვეჭვობ, თვის "სიტისაც" არ აქვს. "ბარსელონა" არ აპირებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან განშორებას, ყოველ შემთხვევაში, ახლა", - განუცხადა კატალონიურ "სპორტს" კლუბის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ. "დღეისათვის, ხოსეპ გვარდიოლას არავის შეძენა მოუთხოვია, მათ შორის არც რობინიოსი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე "ბარსელონა" არავის იყიდის. თუკი კარგი

ვარიანტი გამოჩნდება, რატომაც არა", - დაამატა ბარტომეუმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული