ჩავი: მოურინიოზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ის ჩემი მწვრთნელი არ ყოფილა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მადრიდის "რეალსა" და მის თავკაცზე საუბრობს.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი პორტუგალიელ სპეციალისტს ჯერ კიდევ კატალონიურ კლუბში მუშაობის დროიდან იცნობს.

"ბარსელონაში" მოურინიო მთლიანად ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული, აგრესიული ხასიათი ჰქონდა და მოთამაშეებს ფეხბურთს ასწავლიდა. მაგრამ ის ჩემი მწვრთნელი არასდროს ყოფილა და მას ვერ შევაფასებ.", - თქვა ჩავიმ.

რაც შეხეება "სამეფო კლუბის" კაპიტან იკერ კასილიასთან ურთიერთობას, ჩავიმ თქვა: "იკერთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ესპანეთის ნაკრებთან დაკავშირებულ პირად თემებზე და საკითხებზე ვსაუბრობთ. "რეალზე" არ ვლაპარაკობთ, რადგან მე იქ არ ვიმყოფები".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული