დავიდ ვილია: მე და ზლატანი ადვილად გავუგებთ

AutoSharing Option

გუშინ სატრანფერო სეზონის რეკორდსმენმა დავიდ ვილიამ, რომელიც 40 მილიონ ევროდ გადავიდა "ვალენსიადან" "ბარსელონაში", პირველი პრესკონფერენცია მოაწყო მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის წევრია. შაბათს, როცა "კაპმ ნოუზე" "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდება "სევილიას", ზუსტად სამი თვე გახდება, რაც ვილიამ ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ მას ჯერ ერთი წუთითაც კი არ უთამაშია "ბარსელონას" მაისურით, თუნდაც ამხანაგურ მატჩში...

- თქვენი დებიუტი გაჯანჯლდა "ბარსელონაში"...
- მსოფლიოს ჩემპიონატის გამო გვიან მოგვიხდა სამშობლოში დაბრუნება. სულ რაღაც რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად ვ

არჯიში დავიწყე და ჯერ, ბუნებრივია, მზად არ ვარ, მაგრამ შაბათამდე დიდი დროა და შევეცდები ფორმაში შევხვდე სუპერთასის საპასუხო მატჩს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმ დროისთვის 100%-ით მზად ვიყო. ამით ხომ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება.

- პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" დამარცხდა, შეძლებს გუნდი თასის მოპოვებას?
- პირველი მატჩის შედეგი არ არის დამაიმედებელი, მაგრამ ისტორიაში ასობით ისეთი შემთხვევა ყოფილა, როცა "ბარსა" ამაზე რთული სიტუაციიდან გამოსულა გამარჯვებული. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ორი მატჩის ჯამში დავჯაბნოთ "სევილია". ჯერ ხომ მხოლოდ ბრძოლის ნახევარია გასული, თანაც მეორე ნახევარი "კამპ ნოუზე", "ბარსას" ქომაგების თვალწინ გაიმართება, რომელთაც შურისძიება წყურიათ. "ბარსელონა" ის გუნდია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დაჩოქება.

- ახალ სეზონში რამდენი გოლის გატანას აპირებთ?
- მეიმედება, რომ ჩემი ახალი თანაგუნდელების წყალობით და ჩემი შრომით, შევძლებ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას სეზონში. კონკრეტულ რაოდენობას ვერ დავაკონკრეტებ, კარგად დაცდილი არ მაქვს...

- "ბარსელონაში" მხოლოდ შეტევის ცენტრში ითამაშებთ?
- თავისუფლად შემიძლია თამაში შეტევის მარცხენა ფლანგზე არა მარტო ცენტრში. იმის და მიხედვით თუ სად უფრო დავჭირდები კლუბს და მის ინტერესებს. გარწმუნებთ, მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ურთიერთგაგება არ გამიჭირდება.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული