მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ "რეალი" ოქროს განმასხვავებელ ნიშანს ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალსა და მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს პლასიდო დომინგოს გადასცემს.
"რეალის" ხელმძღვანელმა ორგანომ გადაწყვიტა დელ ბოსკე, ნადალი და დომინგო ოქროს განმასხვავებელი ნიშნით დააჯილდოვოს მათი მოღვაწეობისა და ჩვენი კლუბისადმი ერთგულებისთვის. ამას, რაც შეიძლება მალე გავაკეთებთ", - განაცხადა პერესმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით