შავები სტუმრობენ და იგებენ

AutoSharing Option
ის, რომ 6 ტურის შემდეგ ლა ლიგის ლიდერი "ბარსელონა" იქნებოდა, ადვილი გამოსაცნობი იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას გვერდს "ლევანტე" დაუმშვენებდა - 14-14 ქულით ლა ლიგას სწორედ კატალონიური და ვალენსიური კლუბები ლიდერობენ.

წუხელ ჩემპიონმა ხიხონში "სპორტინგს" ადრიანო კორეიას გოლის წყალობით მოუგო - 1:0. არ უთამაშია სესკ ფაბრეგასს, რომელმაც შაბათს ფეხი იტკინა და 3 კვირა ვერ გამოვა მოედანზე.

ბარსელონაში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ჰეთ თრიკი გონსალო იგუაინმა შეასრულა, ერთი გოლიც ყოფილ გუნდს ხოსე კალეხონმა გაუტანა და "რეალმა" მორიგი დიდი ანგარიშით მოგება ჩაიწერა -
4:0. აღსანიშნავია, რომ ორივე გრანდმა შავი ფორმებით ითამაშა ამ ტურში.

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" არეული ნაოსნობა გრძელდება - "ვილიარეალმა" "ელ მადრიგალზე" "სარაგოსას" დამარცხება ვერ შეძლო, სტადიონზე კი პირველად მოუწყეს ობსტრუქცია ვალენსიელთა თავკაც ხუან კარლოს გარიდოს.

"ვილიარეალმა" ქულაც ძლივს მოიპოვა, ფინალამდე 6 წუთით ადრე ერნან პერესმა თავურით მარცხისგან იხსნა "ელ სუბმარინო" - 2:2. ალბათ იკითხავთ, ვინ არის ერნან პერესი და მართლებიც იქნებით - პარაგვაელი მარჯვენა ნახევარმცველი კარიერაში პირველად თამაშობდა ლა ლიგაში, გოლამდე მოედანზე სულ რაღაც 20 წუთის გამოსული იყო.

"სარაგოსა" პირველ ტაიმში ლუის გარსიამ დააწინაურა, მას შემდეგ, რაც კედელი ფერნანდო მეირასთან გაითამაშა. 7 წუთში ჯუზეპე როსიმ პენალტით გაათანაბრა, რომელიც არაფრით არ უნდა დანიშნულიყო - ფერნანდო მეირას ბურთი ხელში ნაღდად არ მოხვედრია.

როსიმ ნიშნულიდან ის გააკეთა, რაშიც უფრო მისი ბრაზილიელი მეწყვილე (რომელიც ამ თამაშში არ იყო) ნილმარია შემჩნეული, განზრახ დაყოვნდა და, როგორც ბრაზილიაში ეძახიან, პარადინია პენალტი შეასრულა. მსაჯმა როსის თავიდან დაარტყმევინა, თუმცა იტალიელს მტკიცე ნერვები აღმოაჩნდა - 1:1.

ტაიმი მაინც "სარაგოსამ" მოიგო - მეირას გრძელი პასით პაბლო ბარერამ იხეირა. მეორე ტაიმი "ვილიარეალის" კარნახით მიდიოდა, თუმცა კარგად თამაშობდა მეკარე რობერტო. ბოლოს კი ყველაფერი კანის კუთხურით დასრულდა... საჯარიმოში პარაგვაელის აყვანა ყველას გადაავიწყდა. თამაშის მერე "ელ მადრიგალი" სტვენით აცილებდა კაცს, რომელიც შარშან ცაში აჰყავდა - გარიდომ ხომ მე-4 ადგილი, ლიგის საგზური და ევროპალიგის ნახევარფინალი აჩუქა პატარა ვალენსიურ ქალაქს.

ექტორ კუპერი ლა ლიგაში საქართველოში და საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ მიბრუნდა, თუმცა უკვე 6 ტურია გასული და არგენტინელ სპეციალისტს ვერ მოუგია. კანტაბრიელებს თამაშით სჯობდა "რაიო ვალეკანო" და ნამდვილად საოცარი იყო, რომ სტუმართა გუნდი მხოლოდ 1:0-ს იგებდა რაულ ტამუდოს გოლის წყალობით. მაგრამ შეცვლაზე შესულმა ადრიან გონსალესმა სულაც ქულა გადაურჩინა კუპერის გუნდს - გონსალესის თავურამდე გოლი სერანომ და მუნიტისმა "მოამწიფეს".

პამპლონაში ორი დუბლი ვიხილეთ, ერთის ავტორი "მალიორკას" ებრაელი ლეგიონერი ტომერ ჰემედია, მეორის - "ოსასუნას" ნახევარმცველი რაულ გარსია. ამ შეხვედრაში "მალიორკა" მიგელ ანხელ ნადალმა გაიყვანა, მიქაელ ლაუდრუპის გადადგომის შემდეგ დროებით დანიშნულმა თავკაცმა.

"ვალენსიამ" მატჩის დასაწყისშივე გაუტანა "გრანადას" - ეს სერხიო კანალესმა მოახერხა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამწამებელმა მე-3 წუთზე პასი პაბლო პიატისგან მიიღო და ცაციით საჯარიმოს მისადგომიდან შეაგდო. მაგრამ, მოულოდნელად, ამის მეტი გოლი "მესტალიაზე" აღარ გასულა. რომ არა აუტსაიდერთა მეკარე რობერტო, სულ სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები.

დღის ყველაზე საინტერესო მატჩი ყველაზე ბოლოს გაიმართა - "ლა როსალედაზე" "მალაგამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წლეულს სერიოზული მიზნები აქვს დასახული, "ხეტაფეს" საოცრად დრამატული მატჩი მოუგო 3:2. არადა, ანდალუსიელები თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც 2 წუთით ადრე აგებდნენ. მაგრამ ენცო მარესკამ და ჟულიო ბაპტიშტამ პელეგრინის გუნდს მოაგებინა, ბრაზილიელმა გოლი შესანიშნავ აკრობატულ ნახტომში გაიტანა.

გუშინ ტური ბასკური დერბით გაიხსნა, "ანოეტაზე" ძალიან დაძაბული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ კორექტული მატჩი გაიმართა, რომელშიც, როგორც იქნა, იფეთქა მსოფლიოს ჩემპიონმა ფერნანდო ლორენტემ, ვისი დუბლიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და მარსელო ბიელსამ "ბილბაოში" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს ბიელსას პირველი საკლუბო გამარჯვებაა 1998 წლის შემდეგ. ბილბაოელებს 3 ქულა ძვირი დაუჯდათ - ტრავმა მიიღო მათმა ლიდერმა ხავი მარტინესმა, რომელიც ამჯერად ცენტრალურ მცველად თამაშობდა.

ლიდერმა "ბეტისმა" პირველი ადგილი შინ "ლევანტესთან" მატჩში დაკარგა, 33-ე წუთზე სტუმარმა ხუანლუმ საკმაოდ მახვილი კუთხიდან დაასრულა სევილიელთა პირველობა, ალბათ - საბოლოოდ. "ვისენტე კალდერონზე" უხვგაფრთხილებიანი მატჩი გამოდგა, მაგრამ "ატლეტიკომ" და "სევილიამ" ერთმანეთს" გოლი ვერ გაუტანეს.

ოსასუნა-მალიორკა 2:2
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, ფლანიო (46. ლოლო), რაიტალა (39. ნეკუნამი) - პუნიალი, რ. გარსია - სეხუდო, ნინო, ლამა - კიკე სოლა (81. ლეკიჩი).
მალიორკა (4-4-2): ავატე - ზუიველროონი, ჩიკო, რამისი, ბიგასი - ნსუე, მარტი, პინა (84. ჟოაო ვიქტორი), კასტრო (74. პერეირა) - ვიქტორი (69. ალფარო), ჰემედი.
გოლები: 0:1 ჰემედი (34), 1:1 რ. გარსია (45), 2:1 რ. გარსია (58), 2:2 ჰემედი (79-პენ)
გაფრთხილება: ფლანიო, ლამა - ავატე, რამისი, პინა, ნსუე, ჰემედი
გაძევება: ნსუე (73)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-14 (6-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 000

რასინგი-რაიო ვალეკანო 1:1
რასინგი (4-4-1-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო, კრისტიანი - სამპერიო (73. არანა), პაპე დიოპი, ციოლისი (46. ა. გონსალესი), სერანო - მუნიტისი- ნაუელპანი (63. სტუანი).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი (46. რაფა გარსია), ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია - ლ. ბანგურა (56. პიტი), მიჩუ, ბოტელიო - ტამუდო (72. მიჩელი).
გოლები: 0:1 ტამუდო (20), 1:1 ა. გონსალესი (59)
გაფრთხილება: ალვარო - რაფა გარსია, კასადო, ტიტო, ბოტელიო
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7-9 (4-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 11 000

ვილიარეალი-სარაგოსა 2:2
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, საპატა (63. პერესი), მუსაჩიო, კატალა (80. სენა) - ბ. ვალერო, ბრუნო, დე გუზმანი (76. ბორდასი), კანი - კამუნიასი, როსი.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, ლანსარო, დ. სილვა, პარედესი - პონსიო, მეირა - ბარერა (72. სუკულინი), ლ. გარსია (65. ხუან კარლოსი), ლაფიტა (57. რუბენ მიკაელი) - პოშტიგა.
გოლები: 0:1 ლ. გარსია (34), 1:1 როსი (41-პენ), 1:2 ბარერა (45), 2:2 პერესი (81)
გაფრთხილება: როსი - ლანსარო, პარედესი, ხუარესი
გაძევება: ლანსარო (80)
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 3-22; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 25-16 (12-9); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 19 500

ვალენსია-გრანადა 1:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - მადურო (74. ალბელდა), ბანეგა - პ. ერნანდესი (53. ჟონასი), კანალესი, პიატი (63. ფეგული) - სოლდადო.
გრანადა (4-3-3): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკერა (84. ხაიმე) - იებდა (76. უჩე), ფ. რიკო, მ. რიკო - მოლიო (76. მარტინში), გეიხო, დ. ბენიტესი.
გოლი: 1:0 კანალესი (3)
გაფრთხილება: მატიო, ჟონასი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-1; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 23-13 (11-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 48 000

მალაგა-ხეტაფე 3:2
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, ელიზეუ - ტულალანი, დუდა (57. ისკო) - ხოაკინი (66. მარესკა), ბაპტიშტა, კასორლა - ვან ნისტელროი (73. რონდონი).
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მანე - რ. პერესი, ლასენი - პედრო ლეონი (83. პ. რიოსი), აბდელი (77. ხ. როდრიგესი), დ. კასტრო - გუისა (69. მიკუ).
გოლები: 0:1 პედრო ლეონი (55), 1:1 ვან ნისტელროი (64), 1:2 მიკუ (75), 2:2 მარესკა (88), 3:2 ბაპტიშტა (93)
გაფრთხილება: ელიზეუ, ბაპტიშტა - ლოპო, ლასენი, პედრო ლეონი, რიოსი, გუისა, აბდელი, როდრიგესი
გაძევება: ლასენი (75)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 10-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-6 (8-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 25 000

რეალ სოსიედადი-ბილბაო 1:2
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - მარიგა, ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (78. სარპონგი), გრიზმანი (82. ხ. ლორენტე) - აგირეჩე.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი (61. სან ხოსე), ამორებიეტა, აურტენეჩე - გურპეგი, დე მარკოსი - სუსაეტა (86. ტოკერო), მუნიაინი, გაბილონდო (59. იტურასპე) - ფ. ლორენტე.
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (33), 1:1 ი. მარტინესი (60), 1:2 ფ. ლორენტე (69)
გაფრთხილება: ილარამენდი - ამორებიეტა, ირაოლა, გურპეგი, სუსაეტა
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15-16 (4-7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 500

ბეტისი-ლევანტე 0:1
ბეტისი (4-4-2): კასტო - ჩიკა, მარიო (5. ამაია), დორადო, ნაჩო - ხუანმა, ირინეი, ბენატი, მონტერო (46. პოსუელო) - პერეირა (59. სევილია), სანტა კრუსი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (84. პ. ლოპესი), ბარკერო (62. ფარინოსი), ხუანლუ (72. რ. სუარესი) - კონე.
გოლი: 0:1 ხუანლუ (33)
გაფრთხილება: ირინეი, პერეირა - ნანო, ვენტა, ხუანლუ, ბარკერო
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 20-8 (4-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 45 000

ატლეტიკო-სევილია 0:0
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - სილვიო, გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, ტიაგო (67. გაბი) - რეიესი (75. სალვიო), დიეგო, არდა - ფალკაო.
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კოკე, კასერესი, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, რაკიტიჩი (77. კამპანია) - ხესუს ნავასი, დელ მორალი (82. არმენტეროსი), პეროტი - კანუტე (75. ნეგრედო).
გაფრთხილება: დომინგესი, გოდინი, სილვიო, სუარესი, არდა, დიეგო - სპაჰიჩი, კასერესი, კოკე, მედელი, კანუტე, დელ მორალი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 15-8 (4-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 54 000

სპორტინგი-ბარსელონა 0:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა, ნაჩო კასესი (78. ბილიჩი)- დე ლას კუევასი, ა. კაშტრო, ტრეხო (74. აიოსე) - ბარალი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, მასკერანო, აბიდალი (55. მაქსველი), ადრიანო (79. კეიტა) - ჩავი, ბუსკეტსი, ტიაგო - პედრო (55. პიკე), მესი, ვილია.
გოლი: 0:1 ადრიანო (11)
გაფრთხილება: კაშტრო, კასესი - ბუსკეტსი, პედრო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-6; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 4-14 (1-4); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 23 500

ესპანიოლი-რეალი 0:4 [იხილეთ ვიდეო]
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ხ. ლოპესი, ფორლინი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, მარკესი (69. დატოლო) - ტიევი (55. ვეისი), ვერდიუ, რომარიკი (73. ალფონსო) - ს. გარსია.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, ალბიოლი, მარსელო - ლ. დიარა (70. ხედირა), ჩაბი ალონსო - იოზილი (76. კალეხონი), კაკა (84. გრანერო), რონალდო - იგუაინი.
გოლები: 0:1 იგუაინი (17), 0:2 იგუაინი (66), 0:3 კალეხონი (82), 0:4 იგუაინი (89)
გაფრთხილება: ლოპესი, ტიევი, ვეისი, რომარიკი - დიარა
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 24-5; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 15-16 (3-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 36 000

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 4 2 0 23-4 14
2. ლევანტე 6 4 2 0 8-3 14
3. რეალი 6 4 1 1 20-5 13
4. მალაგა 6 4 1 1 10-4 13
5. ვალენსია 6 4 1 1 9-6 13
6. სევილია 6 3 3 0 6-3 12
7. ბეტისი 6 4 0 2 9-7 12
8. ატლეტიკო 6 2 2 2 8-6 8
9. სოსიედადი 6 2 1 3 7-8 7
10. მალიორკა 6 2 1 3 5-7 7
11. ოსასუნა 6 1 4 1 5-12 7
12. ვილიარეალი 6 1 3 2 7-11 6
13. ვალეკანო 6 1 3 2 6-10 6
14. სარაგოსა 6 1 3 2 7-13 6
15. ესპანიოლი 6 2 0 4 5-11 6
16. ბილბაო 6 1 2 3 7-9 5
17. ხეტაფე 6 1 1 4 6-10 4
18. რასინგი 6 0 4 2 4-9 4
19. გრანადა 6 1 1 4 2-8 4
20. სპორტინგი 6 0 1 5 2-10 1

ბომბარდირები: 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - ფალკაო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია); 4 - აგირეჩე (რეალ სოსიედადი), კასორლა (მალაგა), ფაბრეგასი (ბარსელონა), მიკუ (ხეტაფე).

მომდევნო ტური

15 სექტემბერი: მალიორკა-ვალენსია, ხეტაფე-ვილიარეალი, რეალი-ბეტისი, ბარსელონა-რასინგი, გრანადა-ატლეტიკო.
16 სექტემბერი: რაიო ვალეკანო-ესპანიოლი, სარაგოსა-რეალ სოსიედადი, ლევანტე-მალაგა, სევილია-სპორტინგი.
17 სექტემბერი: ბილბაო-ოსასუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული