სამშაბათი დატვირთული დღე იყო "სამეფო კლუბის" ცხოვრებაში - გუნდი ბელგიას ეწვია, სადაც ჟოზე მოურინიომ პირველად ვერ მოიგო, როგორც "რეალის" მწვრთნელმა. მადრიდში კი ოფიციალურად გამოცხადდა გერმანიის ნაკრების მუნდიალის კიდევ ერთი გმირის ჩარიცხვა "სანტიაგო ბერნაბეუზე" - სამი ხედირას გზას, მესუთ იოზილი დაადგა...
"რეალის" ბელგიური ტურით დავიწყოთ... ეჭვსგარეშეა, რომ მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ამ ბურთის ჩათვლა არ შეიძლებოდა - საჯარიმოს შესრულების მომენტში გუნდის არგენტინელი ახალწვეული ანხელ დი მარია ოფსაიდში იმყოფებოდა, მაგრამ რაც მან გააკეთა ჩაბი ალონსოს დარტყმის შემდეგ მაინც საოცრებაა, ანხელმა ბურთი "სტანდარდის"
"რეალმა" უკეთ დაიწყო მატჩი, ვიდრე მეტოქემ და გოლიც მალევე გავიდა. მე-12 წუთზე ლასანა დიარას შორეული პასი გონსალო იგუაინმა მიიღო, მაგრამ მას ბელგიელი მცველები ეუხეშნენ. საჯარიმო ბრწყინვალედ შეასრულა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, მან ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, რომელიც "სტანდარდის" კარში აღმოჩნდა. ბელგიელებმა 26-ე წუთზე თავით კი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა მანგალა თამაშგარე მდგომარეობაში დააფიქსირა.
შესვენებაზე მოურინიომ ოთხი ფეხბურთელის გარდა ყველა შეცვალა. 76-ე წუთზე ბელგიელებმა მაინც გაათანაბრეს, მათ კვლავ თავურით იყოჩაღეს, გოლი ბენტეკემ გაიტანა. ლა ლიგის დაწყებამდე 10 დღით ადრე "სამეფო კლუბს" მშვენიერი რეპეტიცია გამოუვიდა, რომლის რიგებშიც დებიუტი ჰქონდა პორტუგალიელ რიკარდო კარვალიოს.
"რეალმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კასილიასი (46. დუდეკი), არბელოა, ს. რამოსი, ალბიოლი (46. რ. კარვალიო), დრენტე (46. მარსელო), ლ. დიარა (64. კანალესი), გაგო (63. ჩაბი ალონსო), გრანერო (46. რონალდო), ვან დერ ვაარტი (64. პ. ლეონი), იგუაინი (46. ხედირა), ბენზემა (46. დი მარია).
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს თამაშზე მეტად მესუთ იოზილის ტრანსფერზე დაეკითხნენ და მოუმაც ამომწურავი პასუხი გასცა ჟურნალისტებს:
"მე ძალიან გახარებული ვარ ამ შენაძენით. "რეალის" მენეჯმენტმა ბრწყინვალედ იმუშავა და ინვესტიციები გუნდისთვის საჭირო ხალხში ჩადო. იოზილი უფრო კრეატიული და შემტევია, ვიდრე, ვთქვათ, გაგო და ლასანა, ის ძალიან წააგავს თამაშით კანალესს. ვფიქრობ, მას უფრო დიდი შრომის გაწევა მოუწევს, ვიდრე აქამდე, რადგან უფრო დაცვით პოზიციაზე ვუპირებ თამაშს. მე ვერ შევუშლი კანალესის და იოზილის განვითარებას ხელს, ამიტომ შევეცდები, იოზილს ოდნავ შევუცვალო პოზიცია, რადგან ის უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. კანალესი კი ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელი ხდება, მას სათამაშო დროის მოკლება, იოზილის მოსვლით არ დაემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც მოხდა ისაა, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტმა გვაჩვენა, რომ იმსახურებს "რეალში" თამაშს. არ მივიჩნევ, რომ ერთდროულად იოზილისა და ვან დერ ვაარტის გამოყვანა მოედანზე გუნდს ავნებს".
მოკლედ, მოურინიომ საინტერესო მინიშნებები გააკეთა: 1. სერხიო კანალესი, ესპანური ფეხბურთის ოქროსბიჭუნა ხელშეუხებელია, იოზილს მოუწევს პოზიციის შეცვლა. 2. ხმები რაფაელ ვან დერ ვაარტის შესაძლო გაყიდვის შესახებ გადაჭარბებულია. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელს ეს არ სურს. მაგრამ, ფაქტია, რომ "რეალს" ფეხბურთელთა გაყიდვა არ აცდება - ნახევარდაცვაში უკვე მეტისმეტად ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელთა სათადარიგოთა სკამზე გაჩერება დიდი ხნით, ცოდვაა.
თავად გერმანელმა ახალწვეულმა გუშინ მადრიდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი პრესკონფერენციაც მოაწყო.
"მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და უკვე "რეალის" ფეხბურთელი ვარ. ბოლო დღეები ძალზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც. საბედნიეროდ, ჩემი ოცნება ასრულდა. ამავდროულად ძალზე ვნანობ, რომ ისეთი კარგი გუნდი დავტოვე, როგორიც "ვერდერია". ამ კლუბმა მომცა საშუალება დიდი ნაბიჯი გადამედგა წინ ჩემს კარიერაში. ადამიანი ასე იოლად ვერ ივიწყებს ამხელა სიკეთეს და არც მე დავივიწყებ".
"რეალის" ბელგიური ტურნე უდანაკარგოდ არ დასრულებულა: რაულ ალბიოლმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა. სამედიცინო შტაბს ჯერ უჭირს გარკვევა, რამდენად სერიოზულია ალბიოლის ტრავმა. ამას სკანირება გაარკვევს... სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონი ერთ თვეს იუქმებს და პრიმერა დივიზიონის სტარტს დააკლდება. მოურინიოს, თუკი შუახაზში დიდი არჩევანი აქვს, დაცვის ცენტრში დიდი პრობლემები აქვს, დამტვრეულები არიან: პეპე, გარაი, ახლა უკვე, ალბიოლი.
ლელო