გვარდიოლა: მწვრთნელობა უკვე 25 წლის ასაკში მსურდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სამწვრთნელო მოღვაწეობის დაწყებაზე უკვე 25 წლის ასაკში დაფიქრდა.

გვარდიოლამ ეს საკუთარი ფიზიკური კონდიციებით ახსნა.

"როდესაც 25 წლის გავხდი, სამწვრთნელო კარიერაზე დავფიქრდი. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ძლიერი ფიზიკური კონდიციები არ მქონდა. არც კი მესმის, ფეხბურთს ამდენ ხანს როგორ შემოვრჩი.

ყოველდღე ვფიქრობ, რომ ხვალ გუნდის თავკაცის პოსტს დავტოვებ. როდესაც ვიცი, რომ ჩემი მომავლის განმსაზღვრელი მე ვარ, უფრო კარგად ვმუშაობ. გრძელვადიანმა კონტრაქტმა კი შესაძლოა მუშაობისთვის აუცილებელი ხალისი და ჟინი დაგაკარგვინოს", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული