"ბარსელონა" სილვას ყიდვას ზაფხულში შეეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გეგმავს ბრაზილიის ნაკრებისა და "მილანის" მცველი ტიაგო სილვა შეიძინოს.

კატალონიელთა გუნდის თავკაცი შეწუხებულია დაცვის ხაზში არსებული პრობლემებით. საქმე ისაა, რომ აპრილში პუიოლი უკვე 34 წლის ხდება, ხოლო ერიკ აბიდალი ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს პეპის მოლოდინს.

სილვას კონტრაქტი "მილანთან" 2016 წლამდე გრძელდება. "ბარსელონა" მოლაპარაკებების დაწყებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "მილანში" 2009 წელს "ფლუმინენსედან" გადავიდა.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული