პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა "გალაქტიკოებში" კარიერა დიდებულად დაიწყო, მაგრამ წელს შედარებით სუსტად გამოიყურება. მართალია, რიკარდო 6 ტურში 4-ჯერ ძირითადში იყო, მაგრამ ჟოზე მისით მაინც უკმაყოფილოა.
ყოველ შემთხვევაში ასეთი რამ წერია ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში. უკმაყოფილებას დაუმატეთ, რომ კარვალიოს კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში ეწურება, გაითვალისწინეთ, რომ "რეალს" უკვე ჰყავს 19 წლის რაფაელ ვარანი, პლუს, რომ მისით დაინტერესებული ორი კლუბი უკვე გამოიკვეთა და მიიღებთ მოტივაციას, თუ
რიკარდოს მთხოვნელთა შორის "ფენერბაჰჩე" და "ანჟი" სახელდებიან. ისინი მზად არიან გადაიხადონ ესპანელების მიერ მოთხოვნილი 8 მილიონი ევრო.
footballpress.net-ის ცნობით, კარვალიოს გარდა მოურინიოს მცირე ხნით, მაგრამ გუნდიდან ფაბიო კოენტრაოს მოშორებაც უნდა. წყარო ამტკიცებს, რომ მწვრთნელსა და შეგირდს შორის სერიოზული კონფლიქტი მძვინვარებს და მოურინიოს სიტუაციის გამწვავევების თავიდან ასარიდებლად იანვარში შეგირდის 6 თვით იჯარით გაშვება სურს.
სამეფო კლუბთან დაკავშირებულ მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური "დეილი მეილი". ტაბლოიდის მტკიცებით, "ჩელსი" ამ დღეებში "რეალს" 15 წლის ვუნდერკინდის ხოსე ანხელ პოსოს ტრანსფერის თაობაზე მიმართავს.
"ლურჯები" მზად არიან თინეიჯერ თავდამსხმელში 500 ათასი ევრო გადაიხადონ. პოსოს რა ხანია აკვირდებიან "არსენალიც" და "მანჩესტერ სიტიც". თუმცა "ჩელსის" უპირატესობა ის არის, რომ მან მალაგის მკვიდრ ფეხბურთელს უკვე შესთავაზა პროფესიული კონტრაქტი, რომელსაც შეთანხმების შემთხვევაში ხოსე ანხელის არასრულწლოვნობის გამო მამა მოაწერს ხელს, ხოლო მის მშობლებს უკვე უშოვა სამსახური ლონდონში, სადაც ისინი სურვილის შემთხვევაში დასაქმდებიან.
"ასის" ცნობით, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ბავშვთა კლუბ "კანილიასს" სადაც მისი შვილიც დადის, 8 ათასი ევრო აჩუქა მას მერე, რაც ჟოზე მარიო მოურინიომ მშობელს აცნობა, რომ შეჯიბრებაზე მისი რამდენიმე თანაგუნდელი იმიტომ ვერ მოდიოდა, რომ მათ მგზავრობის დასაფინანსებელი ფული არ ჰქონდათ.
ყველაფერი კი მას მერე დაიწყო, რაც პატარა მოუმ თანაგუნდელი ცრემლმორეულ დედასთან ერთად დაინახა და მათი მწუხარების მიზეზი შეიტყო. "მოურინიოს მიერ გაკეთებული კეთილი ჟესტი მის ადამიანობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სინიორ ჟოზეს წამითაც არ უყოყმანია, როცა გაიგო, რომ მისი შვილის მეგობრების მშობლებს ელემენტარული ფინანსური პრობლემები ჰქონდათ," - განუცხადა "ასს" "კანილიასის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მანუელ ალვარესმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"