მოურინიო: "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოვიგებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ მას და მის გუნდს მიმდინარე სეზონში.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მას კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

"რეალთან" ერთად ლიგის მოგება მინდა. ეს ამ ტურნირზე სამ სხვადასხვა გუნდთან ჩემი მესამე გამარჯვება იქნება. ჩემი სახელი ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს მივაღწევ", - განაცხადა მოურინიომ.

იმის შესახებ კი, რომ მას ბევრი  დითირამბებს უმღერის, პორტუგალიელმა თქვა: "ყველაფერი ეს მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. მაგრამ მინდა, რომ ხალხმა ჩემზე კარგი ილაპარაკოს".

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული