ვალდანო: უცხოელები წავლენ!

AutoSharing Option

როდესაც "რეალმა" მესუთ იოზილი შეიძინა, კლუბის დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ეს იყო "სამეფო კლუბის" უკანასკნელი შენაძენი ამ ზაფხულში. ახლა არგენტინელი იმასაც ირწმუნება, რომ ფეხბურთელთა ნაწილს გუნდიდან წასვლა მოუწევს. "ახლა კლუბის ძირითად გუნდში 26 ფეხბურთელი ირიცხება. ეს კი ბევრია. ჩვენ გუნდის გაცხრილვა გვჭირდება და უახლოეს დღეებში ასეც მოვიქცევით. სხვათა შორის, კლუბიდან გაშვება არც ერთ ესპანელ ფეხბურთელს არ ემუქრება", - განუცხადა ვალდანომ "მარკას".
ესპანური მედია "რეალიდან" გაშვების კანდიდატებად რაფაელ ვან დერ ვაარტს, ფერნანდო გაგოს, ლასანა დიარასა და მაჰამადუ დიარას მიიჩნევს. მას

შემდეგ, რაც კლუბში ჩაბი ალონსო და სამი ხედირაა, არგენტინელი გაგოს ყოფნას აზრი ეკარგება. ასევე ითქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს ძალზე მოსწონს ლასანა დიარა, მისი დამოკიდებულება საქმისადმი, პორტუგალიელი მზადაა "რეალმა" გაყიდოს ლასი, თუკი მასში 15 მილიონ ევროს გადაიხდიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული