თავდამსხმელით პირადად ჟოზე მოურინიო დაინტერესდა. როგორც გაირკვა, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ფეხბურთელს უმაღლეს დივიზიონში დებიუტის შემდეგ აკვირდებიან, რომელიც პერუს ჩემპიონატში 2011 წლის აპრილში შედგა.
ზაფხულში "უნივერსიტარიო დეპორტე" ახალგაზრდა ფორვარდს 900 ათას ევროდ აფასებდა. მიმდინარე სეზონში ენდი პოლომ გუნდის შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრების (U17) 4 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.
მომზადებულია Calcio sudamericano-ს მიხედვით