მოგეხსენებათ, "დორტმუნდის" რიგებში ბუნდესლიგის მოგების შემდეგ ნურიმ "რეალს" მიაშურა. ივლისში ამერიკაში ჩატარებულ შეკრებაზე ის ერთ-ერთ პირველივე ვარჯიშზე დაიმტვრა და მას მერე არ უთამაშია. არადა, ექიმები მსგავსი სირთულის ტრავმას არც ვარაუდობდნენ. შაჰინის მინდორზე დაბრუნება რამდენჯერმე გადაიდო. ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე კარგადაა. ამიერიდან ყველაფერი ჟოზე მოურინიოზეა დამოკიდებული.
პერუული "უნივერსიტარიო დეპორტესის" 17 წლის თავდამსხმელი ენდი პოლო
ენდის შეძენით პირადად მოურინიოა დაინტერესებული. მადრიდელთა სკაუტები ფეხბურთელს 2011 წლის იანვრიდან აკვირდებიან, როცა მას პერუს უმაღლეს ლიგაში ჰქონდა დებიუტი. სულ იუნიორი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლია. ამდენივე გაიტანა პოლომ (ოღონდ 4 შეხვედრაში) პერუს 17-წლამდელთა ნაკრებშიც. "სქაი სპორტის" ცნობით, "რეალს" თინეიჯერი ფეხბურთელი სულ რაღაც ერთი მილიონი ევრო დაუჯდება.
მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა კლუბმა მოუწოდა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და პრობლემები ასე გადაწყვიტონ, - წერს "მარკა".
მათ შორის ურთიერთობა კი მას მერე გაცივდა, რაც დონ ფლორენტინომ 2003 წელს სენიორ ვისენტე მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, კლუბიდან გაუშვა. "დიალოგის წარმართვა და შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება. ეს ყოველივე უპირველესად "მადრიდიზმის" ინტერესებიდან გამომდინარე.
კარგი იქნებოდა, თუკი ისინი დათმობდნენ თავიანთ პოზიციებს. დიახ, ეს მეტისმეტად დელიკატური თემაა, მაგრამ სასურველი იქნება, თუკი მხარეები საერთო ენას მაინც გამონახავენ," - ნათქვამია "რეალის" ფანკლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"