"ალონდრასის" მოთამაშემ ფრან ფანდინომ ბურთი კარში გაგზავნა და მთელმა მისმა გუნდმა გოლის აღნიშვნა დაიწყო, თუმცა რეფერიმ კარიდან დარტყმა ბრძანა.
მან გოლი არ ჩათვალა, რადგან ვერ დაინახა, რომ ბურთი კარის ბადის ნახვრეტში გაძვრა. საბოლოოდ შეხვედრა "პონტევედრამ" 1:0 მოიგო.