ლა ლიგა კლუბების წარდგენა: ალმერია

AutoSharing Option

სახიფათო დინამიკის შესაჩერებლად

28 აგვისტოს, ვალენსიის მხარის ზღვისპირა ქალაქ ალიკანტეში საიუბილეო, მე-80 ლა ლიგა აიღებს სტარტს. გახსნის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი "ერკულესი" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან. იქამდე ბევრიც აღარაფერი დარჩა (8 დღე), ამიტომაც ვიწყებთ წლევანდელი ჩემპიონატის მონაწილე კლუბების წარდგენებს. დღეს "ალმერიას", "ატლეტიკსა" და "ატლეტიკოს" სიახლეებს გაგაცნობთ (ლათინური ანბანის მიხედვით მივყვებით). მოგითხრობთ, თუ როგორ მოემზადნენ ეს კლუბები ჩემპიონატისათვის. ხვალ "დეპორტივოს", "ესპანიოლისა" და "ხეტაფეს" ჯერია...

უნიონ დეპორტივა ალმერია

მხარე: ანდალუსია
დაარსდა: 1989
მწვრთნელი: ხუან მანუელ ლილიო (44 წლ)
სტადიონი: ესტადიო დელ მედიტერანეო (22 000)
გასულ სეზონში: მე-13
ტიტულები: -
საიტი: http://www.udalmeriasad.com

მივიდნენ: კარლოს გარსია (ბეტისი), ლეონარდო ულოა (კასტელონი), მიქაელ იაკობსენი (ოლბორგი), ლუკე (ბარსელონა ბ), მარსელო სილვა (დანუბიო), დიეგო ვალერი (პორტუ), ბალტასარ რიგო (ალმერია ბ).

წავიდნენ: დომინგო სისმა (რასინგი), ფერნანდო სორიანო (ოსასუნა), ალექს კვილო (რეკრეატივო), გილერმე (ვალიადოლიდი), დავიდ როდრიგესი (სელტა), ჩიკო (ჯენოა), ესტებან სოლარი (აპოელ), ლეონარდო ბორსანი (გაუშვეს), ნატალიო (ტენერიფე), ოკორო (ალმერია ბ).

ლა ლიგის ყველაზე ხანმოკლე და მწირი ისტორიის კლუბი არსებობის ისტორიაში მე-4 პრიმერული სეზონისათვის ემზადება. ხუან მანუელ ლილიოს წინ სერიოზული სამუშაო ელის: პრიმერაში მეტეორივით შემოვარდნილი კლუბი (პირველივე სეზონში უნაი ემერის გაწვრთნილმა უცნობმა კლუბმა მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო ალვარო ნეგრედომ სეზონში 13 გოლი გაიტანა) ნელ-ნელა უკან მიდის. მომდევნო ორ სეზონში ანდალუსიელებმა, შესაბამისად, მე-11 და მე-13 ადგილები დაიკავეს. ამ დინამიკის მიხედვით, "ალმერიას" პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა.

პრინციპში, ამაზე მეტყველებს წლევანდელი სატრანსფერო პოლიტიკაც - გუნდი დატოვეს ჩიკომ (27 თამაში გასულ სეზონში), დომინგო სისმამ (33 თ, 3 გ) და ფერნანდო სორიანომ (35 თ, 7 გ). ყველაზე დიდი შოკი "ალმერიას" ფანებს უახლოეს დღეებში ელის - კლუბის ბომბარდირ კალუ უჩეს (9 გოლი გასულ სეზონშDი) თვალი წასასვლელად უჭირავს. ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველით თურქეთში "ფენერბაჰჩე" (გუისას შემცვლელად სურთ) და "ტრაბზონი" დაინტერესდნენ. ბოლოს კი ფრანგული "მარსელიც" გააქტიურდა. ფაქტია, უჩე "ალმერიასთან" ერთად აღარ ვარჯიშობს და არც ამხანაგურ მატჩებში თამაშობს. ანდალუსიელებს სერიოზული ძალა მხოლოდ დანიელი მცველის, მიქაელ იაკობსენის სახით შეემატათ "ოლბორგიდან", ბოლოს კი მათ "პორტუდან" დიეგო ვალერი ინათხოვრეს...

მიუხედავად ამისა, ლილიოს გუნდი წინასასეზონო მატჩებში ყოჩაღობს. 9 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ბოლო, "ლევანტესთან" წააგო - 0:1. ანდალუსიური კლუბი პრიმერას 29 აგვისტოს პამპლონაში სტუმრობით იწყებს "ოსასუნას" წინააღმდეგ. ტრავმა მოირჩინა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ალბერტ კრუსატმა და ის სეზონისთვის მზადაა. "ალმერიაში" ყველაზე დიდი დესანტი არგენტინელებს ჰყავთ, გუნდის 5 მნიშვნელოვანი ფიგურა არგენტინელია (ვალერი, პელერანო, პიატი, ულოა და ბერნანდელო). ორი ბრაზილიელი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მეკარე დიეგო ალვეში (პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი) და მარჯვენა მცველი მიჩელი. პირველ გუნდში სულ 10 ესპანელია, 9 კი სამხრეთამერიკელია. 

ალმერია 2009/10: დ. ალვეში (37 თამაში), ესტებანი (1თ); სორიანო (35თ, 7გ), პიატი (35თ, 7გ), ხუან ორტისი (35თ, 2გ), ბერნარდელო (35თ), კრუსატი (33თ, 7გ), სისმა (33თ, 3გ), აკასიეტე (31თ), უჩე (28თ, 9გ), მიჩელი (28თ, 1გ), მბამი (28თ), ჩიკო (27თ), კორონა (22თ, 1გ), გოიტომი (21თ, 1გ), პელერანო (19თ), ხოსე ორტისი (17თ, 1გ), გილერმე (15თ, 1გ), ნიეტო (14თ), ვარგასი (10თ), როდრიგესი (9თ, 1გ), ბორძანი (3თ), სოლარი (2თ), კვილო (1თ).     

ალმერია 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): დ. ალვეში - მიჩელი, კ. გარსია, აკასიეტე, იაკობსენი - ბერნარდელო, მბამი, პიატი (ან კორონა) - ვალერი, გოიტომი, კრუსატი.

ფოტოზე: დიეგო ალვეშს არაერთხელ გადაურჩენია "ალმერია"

 ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული