ელგერას იოზილი ეეჭვება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი ივან ელგერა ეჭვობს, რომ მესუთ იოზილი სამეფო კლუბს ვერ გამოადგება. ელგერას მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არც "რეალის" კიდევ ერთ ახალწვეულზე, პორტუგალიელ რიკარდო კარვალიოზე აქვს.

"იოზილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ "რეალისთვის" შესაფერისი ფეხბურთელია. არ შეიძლება, ყოველწლიურად ერთი და იგივე ტიპის ნახევარმცველები შეიძინო – კაკა, კანალესი, ვან დერ ვაარტი – ასეთები გუნდში უკვე მრავლად არიან. ამას გარდა, ჩემი აზრით, "რეალს" არც რიკარდო კარვალიოს ყიდვა უღირდა", - ამბობს ელგერა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული