"ჩვენი გუნდი გაცილებით ძლიერად თამაშობს, ვიდრე გასულ სეზონში. ეს მოთამაშების ადაპტაციასა და იმის გაგებას უკავშირდება, რასაც გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო ითხოვს. უკვე ერთი წელია ამ გუნდში ერთად ვთამაშობთ.
ახალი ფეხბურთელები გუნდს ძალიან კარგად შეეწყვნენ. ეს კუენტრაოს მაგალითზეც ჩანს. ამის გარდა, "რეალში" მნიშვნელობა არა აქვს გოლს ვინ გაიტანს. "სამეფო კლუბის" მოთამაშეების გუნდური სული მოედანზე თვალსაჩინოა", - განაცხადა დი მარიამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით