კასილიასის თქმით, გამარჯვებების წყურვილი ჯერ კიდევ არ დაუოკებია.
"მსურს ტიტულების მოგება განვაგრძო. ამ მხრივ ამბიციუი ვარ. თუ ვიგრძნობ, რომ ჩემი პროფესიისგან სიხარულს ვერ ვღებულობ, წავალ. მაშინ საჭირო იქნება იმ ადამიანმა შემცვალოს, რომელსაც ამბიცია და გამარჯვების წყურვილი გააჩნია.
წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამბიცია და თითოეული მოთამაშის სურვილი. თავიდან ფეხბურთელმა მოთხოვნები საკუთარ თავს უნდა წაუყენოს, შემდეგ კი გუნდისგან იმავეს ელოდოს", - განაცხადა კასილიასმა.