ზღაპარ იყო - "ლევანტე" პირველია!

AutoSharing Option
ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ მთავარს ყველა ვალენსიის მხარის პატარა ქალაქიდან ელოდა, სადაც "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალი" ვალენსიურ დერბიში "ლევანტეს" მასპინძლობდა. "ვილიარეალი" კი ბატონო, ბოლობოლო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და შეტევაში ისეთი ტანდემი ჰყავს (ნილმარი და როსი), რომელზეც უარს ევროკლუბების 99% არ იტყოდა უარს, მაგრამ "ლევანტე"?

დიახ, ჩამოწერილი ვეტერანებით დაკომპლექტებული "ბაყაყები", ჩემპიონატის წინ გავარდნის უპირველეს კანდიდატად შერაცხული გუნდი, რომელსაც უცნობი მწვრთნელი თავკაცობს, გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად გადადიოდა პირველ ადგილზე. გადავიდა კიდეც!

პირველ ტაიმში 31 წლის ხუან ლუის ლოპესმა (იგივე ხუანლუ) დუბლი
შეასრულა დიეგო ლოპესის კარში და "ლევანტე" 2:0 დააწინაურა. მეორე ნახევარში არუნა კონემ კიდევ ერთი გაიტანა და სტუმრებმა სულაც დიდი ანგარიშით იმარჯვეს - 3:0.

ხვალ, ალბათ ყველა მედიასაშუალება, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატს აშუქებს, "სევილიას" 29 წლის გოლკიპერ ხავიერ ვარასს ერერას (რომელსაც ყველა ხავი ვარასის სახელით იცნობს) ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანს და მართალიც იქნება - მან "კამპ ნოუზე" 7-ჯერ თითქმის ას-პროცენტიან გოლს გადაარჩინა ანდალუსიური კლუბი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა, რომ არა ვარასის კიდევ ერთი განწირული ნახტომი, რომელმაც ის მატჩის გმირად აქცია, ხოლო ლიონელ მესი - ანტიგმირად.

ახალგაზრდ და საინტერესო მწვრთნელის, მარსელინო ტორალის "სევილია" პირველია ჩემპიონატში, რომელმაც "კამპ ნოუ" ხელცარიელმა არ დატოვა - მიუხედავად იმისა, რომ 9 კაცით დაასრულა თამაში, შინ ქულა წაიღო - 0:0. ბოლო წუთებზე მოედანზე დიდი არეულობა იყო, რაც პენალტის დანიშვნამ გამოიწვია - ანდრეს ინიესტა ფედერიკო ფასიომ მოცელა და ვარასის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ამას მოყვა შეცვლაზე შესული ფრედერიკ კანუტეს აღშფოთება, მან ჯერ ბურთს მოუქნია ფეხი (რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო), შემდეგ კი სესკ ფაბრეგასს - ხელი (რისთვისაც გააძევეს). მალე მას გასახდელში ფერნანდო ნავარო მიაყოლეს.

პირველად ვარასის კარს ანდრეს ინიესტამ შეუტია, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ არც "სევილია" იყო ჯაბანი - ჯერ ერიკ აბიდალის შეცდომის გამო "ბარსა" ხესუს ნავასმა კინაღამ დასაჯა, შემდეგ იმავე ნავასმა დანი ალვეშის შეცდომა გამოიყენა, მაგრამ ვიქტორ ვალდესმა ორივეჯერ იყოჩაღა.

მაგრამ მალე "ბარსამ" დაიბრუნა უპირატესობა და რომ არა ვარასის თავგანწირული თამაში (ის ფორვარდს ფეხებში ჩაუვარდა), დავიდ ვილია ანგარიშს გახსნიდა. 30-ე წუთზე მესის დარტყმული ფასიოს მოხვდა, მიმართულება იცვალა, თუმცა ვარასი მაინც არ დაიბნა. პირველი ტაიმის ყველაზე კარგი მომენტი ისევ ვილიას შეექმნა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ისევ და ისევ ვარასმა გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმში "ბარსას" იერიშებმა იმატა, ხოსეპ გვარდიოლამ თამაშში ტრავმამოშუშებული სესკი და პედრო ჩართო. საგოლე მომენტები იქმნებოდა, მაგრამ ვარასი გაუვალი კედელივით იდგა კარში. ამ თამაშში ვიქტორ ვალდესმა პირადი რეკორდი დაამყარა და "მშრალი" სერია 577 წუთამდე გაზარდა, მაგრამ "ბარსას" ფანებისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ვულოცავ მეტოქეს, მათი დაცვა და განსაკუთრებით მეკარე საოცრად თამაშობდა. ჩვენ კი უკვე სამშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ - ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. როცა მეტოქე 9 კაცით დაცვაში დგას, აღარ არის საჭირო სივრცე უპირატესობის გამოსაყენებლად. "სევილიამ" ხომ მხოლოდ ერთხელ შეგვიტია ხეირიანად".

მარსელინო ტორალი (სევილია): "ბარსელონასთან" გოლი რომ არ გაუშვა, შენმა მეკარემ ფანტასტიკურად უნდა ითამაშოს, ჩვენ დღეს სწორედ ამის მომსწრენი გავხდით. მეორე ტაიმში დაგვჩაგრეს, მაგრამ ვარასი იყო საოცარი. კანუტე სესკ ფაბრეგასის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ეს ინციდენტი უკვე წარსულია".

ამასობაში კი "რეალს" თავისი საქმე მომთავრებული ჰქონდა - ბევრის გასაკვირად, "მალაგა" სტუმრად დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და "ბარსას" გაუსწრო. თამაშის წინ ჰოლანდიელი ვეტერანი რუუდ ვან ნისტელროი ამბობდა, რომ თუკი ჩემ ყოფილ გუნდს გოლს გავუტან, არ აღვნიშნავო. ნისტელროის უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა, მანუელ პელეგირინიმ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. როგორც მატჩმა გვიჩვენა, ჩილელი სპეციალისტი შეცდა და არა მხოლოდ ამაში.

პირველ ტაიმში "რეალმა" თითქმის უნაკლო ფეხბურთი ითამაშა, ოთხივე გოლი პირველ 45 წუთში  გაიტანა მასპინძელთა კარში. კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი სულ რაღაც 15 წუთში შეასრულა, პორტუგალიელს ერთი ამდენის გატანა კიდევ შეეძლო. მისი შეჩერება "მალაგას" მცველთა შესაძლებლობებს აშკარად აღემატებოდა (განსაკუთრებით სუსტი მარტინ დემიკელისი იყო). თავისი გოლი გაიტანა გონსალო იგუაინმაც. რონალდო მესის დაეწია (10-10 გოლი), იგუაინი კი მათ მხოლოდ ერთით ჩამორჩება.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "პირველ ტაიმში ფანტასტიკურად ვითამაშეთ. სხვათა შორის, "ლიონთანაც" ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ ასე კარგად არა, როგორც დღევანდელ პირველ ტაიმში. ერთი-ორი შეხებით კომბინაციებს ვაგებდით იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი იყო ზეწოლა ჩვენს ფეხბურთელებზე".

გუშინ "მესტალიაზე" "ვალენსიამ", კერძოდ კი რობერტო სოლდადომ ბოლო წუთებზე გადაარჩინა ქულა ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში. ბასკები იკერ მუნიაინის მიერ კონტრშეტევაზე გატანილი ბრწყინვალე გოლის წყალობით იგებდნენ - 1:1.

მომდევნო ტური
25 ოქტომბერი: გრანადა-ბარსელონა, სევილია-რასინგი.
26 ოქტომბერი: ხეტაფე-ოსასუნა, ლევანტე-რეალ სოსიედადი, რაიო ვალეკანო-მალაგა, სარაგოსა-ვალენსია, მალიორკა-სპორტინგი, რეალი-ვილიარეალი.
27 ოქტომბერი: ესპანიოლი-ბეტისი, ბილბაო-ატლეტიკო.

ლა ლიგა. VIII ტური
რასინგი-ესპანიოლი 0:1
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო გონსალესი, ტორეხონი, სისმა - დიოპი, ადრიან გონსალესი - არანა (79. სამპერიო), მუნიტისი, სერანო (62. კონე) - სტუანი (67. ნაუელპანი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, მარკესი (85. ბაენა) - ს. გარსია, ვერდიუ, რომარიკი (56. დატოლო) - ალვარო ვასკესი (75. პანდიანი)
გოლი: 0:1 ს. გარსია (59)
გაფრთხილება: ადრიან გონსალესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მარკესი, კ. ალვარესი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 20-14 (5-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 15 000

სპორტინგი-გრანადა 2:0
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია (48. გრეგორი), ი. ერნანდესი, კანელია - რივერა, ნაჩო კასესი - ტრეხო (82. ეგურენი), ანდრე კაშტრო, დე ლას კუევასი (73. მორანი) - ბარალი.
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ფ. რიკო, აბელი (67. ხარა) - უჩე, იებდა (13. მ. რიკო), ბენიტესი - ხეიხო.
გოლები: 1:0 ბარალი (5), 2:0 ანდრე კაშტრო (41)
გაფრთხილება: დე ლას კუევასი, ბარალი - ნიომი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-19 (5-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 19 000

მალაგა-რეალი 0:4 [იხილეთ ვიდეო]
მალაგა (4-2-3-1): რუბენი - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, ელიზეუ (85. მონრეალი) - ტულალანი, აპონიო - ხოაკინი (77. ბუონანოტე), ისკო, კასორლა (71. სება ფერნანდესი) - რონდონი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (75. კალეხონი), კაკა (61. იოზილი), რონალდო - იგუაინი (68. ბენზემა).
გოლები: 0:1 იგუაინი (10), 0:2 რონალდო (22), 0:3 რონალდო (27), 0:4 რონალდო (37)
გაფრთხილება: ელიზეუ
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 21-12 (6-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 28 500

ბარსელონა-სევილია 0:0 [იხილეთ ვიდეო]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, აბიდალი, ადრიანო - ტ. ალკანტარა (73. ფაბრეგასი), ჩავი (87. ბუსკეტსი), კეიტა (61. პედრო) - ინიესტა, მესი, ვილია.
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - კამპანია (70. რაკიტიჩი), მედელი - ხესუს ნავასი, ტროხოვსკი (61. კოკე), არმენტეროსი - დელ მორალი (66. კანუტე).
გაფრთხილება: მასკერანო, ინიესტა - ხესუს ნავასი, ვარასი, მედელი, კასერესი, ფასიო, კანუტე, ესკუდე, ნავარო
გაძევება: კანუტე (90), ნავარო (90)
შენიშვნა: მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (94)
კუთხური: 15-3; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 21-6 (6-3); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 93 000

ბეტისი-რაიო ვალეკანო 0:2
ბეტისი (4-4-2): კასტო - ჩიკა, ამაია, მარიო, ნაჩო - სევილია (80. მომო), ირინეი, კანიასი, მონტერო (72. პერეირა) - რუბენ კასტრო, მოლინა (61. სანტა კრუსი).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო (53. ბოტელიო), არიბასი, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია - პიტი (71. კოკე), მიჩუ, ლ. ბანგურა - ტამუდო (63. დანი პაჩეკო).
გოლები: 0:1 ლ. ბანგურა (77), 0:2 კოკე (88)
გაფრთხილება: ? - ?
კუთხური: 11-8; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 18-12 (4-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 500

რეალ სოსიედადი-ხეტაფე 0:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - მარიგა, ზურუტუზა - ჩაბი პრიეტო (82. კადამურო), იფრანი (64. ხ. ლორენტე), გრიზმანი - აგირეჩე (75. კარლოს ველა).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მ. ტორესი - ლასენი, რ. პერესი - პ. რიოსი (64. აბდელი), დ. კასტრო, სარაბია (70. პედრო ლეონი) - მიკუ (86. გუისა).
გაფრთხილება: ზურუტუზა, იფრანი - მ. ტორესი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 12-12 (2-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 27 000

ოსასუნა-სარაგოსა 3:0
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, ლოლო, სერხიო, რაიტალა -პუნიალი, ნეკუნამი, რ. გარსია - სეხუდო (72. ტიმორი), ნინო (85. დამია), იბრა (78. ლეკიჩი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, მატეოსი, დ. სილვა, პარედესი (46. რუბენ მიკაელი) - პონსიო, მეირა - ბარერა (54. ხუან კარლოსი), ლ. გარსია, ლაფიტა (66. ლანსარო) - პოშტიგა.
გოლები: 1:0 გარსია (17), 2:0 ნინო (27), 3:0 ნეკუნამი (30)
გაფრთხილება: ნეკუნამი, პუნიალი - პარედესი, ხუარესი, მეირა, პონსიო, ლაფიტა, ლანსარო
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-6 (7-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 17 500

ატლეტიკო-მალიორკა 1:1
ატლეტიკო (4-1-4-1): კურტუა - სილვიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი - ადრიან ლოპესი (53. სალვიო), ტიაგო (54. რეიესი), დიეგო, არდა (79. პიცი) - ფალკაო.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ჩიკო (70. ჟოაო ვიქტორი), რამისი, ბიგასი - პინა, ტისონე - ნსუე, ტეხერა (46. ალფარო), გ. კასტრო - ჰემედი (59. იენაგა).
გოლები: 0:1 ჰემედი (2-პენ), 1:1 ფალკაო (43-პენ)
გაფრთხილება: სუარესი, არდა - რამისი, ჩიკო, ბიგასი, ტისონე, კასტრო, იენაგა
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 20-6 (4-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 45 000

ვალენსია-ბილბაო 1:1
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, რიკარდო კოშტა, რუისი, მატიო - მ. თოპალი, ბანეგა - ფეგული (69. პაბლო ერნანდესი), ჟონასი (77. ადურისი), კანალესი (36. პიატი) - სოლდადო.
ბილბაო (4-1-4-1): ირაისოსი - ირაოლა (46. გურპეგი (56. ანდერი)), ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - ხ. მარტინესი - სუსაეტა, დე მარკოსი, იტურასპე, მუნიაინი - ფ. ლორენტე (46. ტოკერო).
გოლები: 0:1 მუნიაინი (72), 1:1 სოლდადო (89)
გაფრთხილება: რუისი, მიგელი, სოლდადო - ირაოლა, ანდერი, იტურასპე, ხ. მარტინესი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 22-6 (3-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 27 500

ვილიარეალი-ლევანტე 0:3
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო, მარჩენა (46. მარკო რუბენი), კატალა - ბ. ვალერო, ბრუნო - ე. პერესი (60. მარიო), დე გუზმანი, კანი (59. ხერარდ ბორდასი) - როსი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ხავი ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი (69. ფარინოსი), იბორა - ვალდო (81. პ. ლოპესი), ბარკერო, ხუანლუ - კონე (85. არანდა).
გოლები: 0:1 ხუანლუ (16), 0:2 ხუანლუ (43), 0:3 კონე (58)
გაფრთხილება: რუბენი, როსი - ტორესი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-9 (5-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევანტე 8 6 2 0 14-3 20
2. რეალი 8 6 1 1 28-6 19
3. ბარსელონა 8 5 3 0 26-4 18
4. სევილია 8 4 4 0 8-4 16
5. ვალენსია 8 4 3 1 11-8 15
6. მალაგა 8 4 1 3 10-11 13
7. ბეტისი 8 4 0 4 10-13 12
8. ესპანიოლი 8 4 0 4 7-11 12
9. ატლეტიკო 8 2 4 2 9-7 10
10. ოსასუნა 8 2 4 2 9-15 10
11. ბილბაო 8 2 3 3 11-11 9
12. მალიორკა 8 2 3 3 7-9 9
13. ვალეკანო 8 2 3 3 8-11 9
14. სარაგოსა 8 2 3 3 9-16 9
15. სოსიედადი 8 2 2 4 7-10 8
16. ვილიარეალი 8 1 4 3 7-14 7
17. ხეტაფე 8 1 3 4 6-10 6
18. გრანადა 8 1 2 5 2-10 5
19. სპორტინგი 8 1 1 6 5-12 4
20. რასინგი 8 0 4 4 4-13 4

ბომბარდირები:
10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - გონსალო იგუაინი (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული