გაგო: ვიღაც წავა, ოღონდ არა მე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ნახევარმცველმა ფერნანდო გაგომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია "სამეფო კლუბიდან" მისი სავარაუდო გაშვების თაობაზე.

"მომავალ სეზონსაც "რეალში" გავატარებ. ამის თაობაზე ხორხე ვალდანოს და ჟოზე მოურინიუს ვესაუბრე, მათთვის სიტყვაც არ წამომცდენია წასვლის თაობაზე და არც მათ უთქვამთ მსგავსი რამ.

აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვიღაცას წასვლა მართლაც მოუწევს, მაგრამ მე დავრჩები", - უთხრა 24 წლის არგენტინელმა გამოცემა "ოლეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული