მასკერანო: გვარდიოლას დაცვაში უფრო მოვწონვარ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ მისთვის შეუფერებლ პოზიციაზე თამაშზე ისაუბრა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მომიწევდა თამაში. ამ ამპლუით ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გამოვიდე. ეტყობა გვარდიოლას ამ პოზიციაზე უფრო მოვწონვარ, ვიდრე ნახევარდაცვაში. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ტრავმები აქვთ.

ეს პოზიცია ჩემთვის შეუფერებელია და გარკვეული პრობლემები მაქვს, თუმცა შევძლებ გამოვასწორო და გუნდს დავეხმარო. ვცდილობ კონცენტრაციითა და შრომით, ჩემი სიმაღლის პრობლემა გავაბათილო", - განაცხადა მასკერანომ.

მომზადებულია BarcaTV-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული