სუპერვარსკვლავები და მათი აჩრდილები

AutoSharing Option
გასაგები მიზეზების გამო ტურის დღევანდელი შეჯამება კომპაქტურია - კარს უკვე შემდგომი ტური მოგვადგა. მეცხრე ტურის მთავარი სენსაცია ის იყო, რომ "ლევანტემ" ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა და ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო.

მესი VS რონი
ამ ჩემპიონატში იყო ტური, როცა ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანი ვერ გავაკეთეთ, ახლაც ასეთი შემთხვევაა, თუმცა ერთი დიდი სხვაობით - იმ ტურში ორივე სუპერვარსკვლავმა ისე კარგად ითამაშა, თქვენი მოწონებული. ჩვენც მათ 1:1 დავუწერეთ. ახლა კი არგენტინელი და პორტუგალიელი თავიანთ აჩრდილებს ჰგავდნენ, ამჯერად - 0:0. ასე რომ,
სეზონში ანგარიში უცვლელია: 4:4.

მესიმ "გრანადასთან" 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), მის წინააღმდეგ ერთხელ იუხეშეს და ერთხელ ლეო თამაშგარეში მოხვდა.

რონალდომ "ვილიარეალთან" 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (1 ზუსტი), მასაც ერთხელ ეუხეშნენ და ისიც ერთხელ მოხვდა თამაშგარეში.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 4-3-3
ვისენტე გუაიტა (ვალენსია) - პედრო ბოტელიო (რაიო ვალეკანო), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ხორდი ალბა (ვალენსია) - ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი), ხოსე ბარკერო (რეალ სოსიედადი), იბრაჰიმა ბალდე (ოსასუნა) - დანი გუისა (ხეტაფე), ქარიმ ბენზემა (რეალი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო)
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე).

ტურის ანტინაკრები
Goal.com. 4-4-2
მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე) - ხოსე კატალა (ვილიარეალი), ეფრან ხუარესი (სარაგოსა), ჟოაო ვიქტორი (მალიორკა), ჟოაო მირანდა (ატლეტიკო) - ჯონათან დე გუზმანი (ვილიარეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), დანი ბენიტესი (გრანადა) - კრიშტიანო რონალდო (რეალი), რუუდ ვან ნისტელროი (მალაგა), როკე სანტა კრუსი (ბეტისი).
მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი).

ტურის გმირი
ჩავი ერნანდესი (ბარსელონა)
რომ არა მისი საჯარიმო დარტყმა, ვინ იცის, შეძლებდა კი გამარჯვებას მეტად უნიათოდ მოთამაშე "ბარსა". თორემ, რად უნდა თქმა, რომ ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ანხელ დი მარია (რეალი) იყო.

ტურის მსხვერპლნი
პედრო როდრიგესი (ბარსელონა) - 10-15 დღე. ჯუზეპე როსი (ვილიარეალი) - მუხლის ტრავმა (6 თვე).

როგორც ხედავთ, არც ამ ტურს ჩაუვლია სერიოზული ტრავმის გარეშე - "რეალთან" შეცვალეს "ვილიარეალის" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი. როგორც აღმოჩნდა მას მუხლის მყესები სერიოზულად დაუზიანებია და ოპერაციის შემდეგ მხოლოდ 6 თვეში შეძლებს თამაშს.

დიდი დანაკლისია ისედაც კრიზისში მყოფი "წყალქვეშა ნავისთვის", რომელსაც არც მეორე ფორვარდი, ბრაზილიელი ნილმარი ჰყავს ჯანმრთელი. და, ბუნებრივია, ეს დიდი დანაკლისია იტალიის ნაკრებისათვისაც.

ტურის სტატისტიკა
27 გოლი ტურში (2,7 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრით დასრულდა, სტუმრებმა 3 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 63 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - არავის შეუსრულებია
დუბლი - დანი გუისა (ხეტაფე), მანუ დელ მორალი (სევილია), იბრაჰიმა ბალდე (ოსასუნა), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 55 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - სევილია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - სევილია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ბილბაო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - გრანადა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 72% - ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული