დღეიდან, სწორება "რეალზე"

AutoSharing Option
მორჩა, აღმოსავლური ზღაპარი დასრულდა - "ლევანტემ" ზედიზედ 7 მატჩის მოგების შემდეგ "რეინო დე ნავარაზე" წააგო და პირველი ადგილი დაკარგა. ამ ვალენსიური კლუბის ისტორიას უთუოდ შემოენახება ლა ლიგის წლევანდელი, 81-ე გათამაშება, რომლის საწყის ეტაპზე "ლევანტემ" ასეთი საოცარი სერია შემოგვთავაზა და 2 ტურის განმავლობაში ერთპიროვნულად ედგა სათავეში ჩემპიონატს. ნავარული შეხვედრის შემდეგ "რეალის" გალიდერება ოფიციალურად გაფორმდა.

"ოსასუნასთან" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს "ლევანტესთვის" დამღუპველი ხუთ-წუთიანი მონაკვეთი იყო, როცა ვალენსიელთა მცველები შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. თავიდან ლიდერი უკეთ თამაშობდა, "ოსასუნა" კი ძირითადად თავს იცავდა. აი, მაშინ
სტუმრებმა რამდენიმე კარგი შანსი გაანიავეს, თუმცა მათ შორის ყველაზე ახლოს მიზანთან ხუანლუ გომესი იყო, "ლევანტეს" შემტევი ნახევარმცველი ახლო მანძილიდან თავით არტყამდა ფერნანდესის კარში, ბადეში თავად კი შევარდა, მაგრამ ბურთი - არა.

ამის შემდეგ ნავარელებმაც გამოიღეს ხელი, რომელთა რიგებშიც საუკეთესო ნახევარმცველი ალვარო სეხუდო იყო - ანგარიში სწორედ მან გახსნა: იბორამ ფაქტიურად ჩააბარა ბურთი მას, სეხუდოს დარტყმული კი რიკოშეტით მუნუას კარში შევარდა. ოთხ წუთში მუნუა და ასიერ დელ ორნო ერთმანეთს შეასკდნენ, უპატრონოდ დარჩენილ ბურთს კი ნინომ მიუჩინა კარში ადგილი.

58-ე წუთზე მასპინძლები ათნი დარჩნენ, სეხუდომ სულელურ სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ "ოსასუნამ"  უპირატესობა შეინარჩუნა - მთელი გუნდით დაცვაში დაიხია - 2:0 და "ლევანტეს" ორივე გრანდმა გადაასწრო.

მადრიდის "რეალს" უნაკლო ოქტომბერი ჰქონდა - ექვსივე მატჩი მოიგო, ბურთების საოცარი შეფარდებით - 20:1. თუმცა "სამეფო კლუბს" "ანოეტაზე" ძალზე გაუჭირდა და მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დასჯერდა - 1:0. "რეალ სოსიედადის" კარში ერთადერთი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა, რომლის წყალობითაც ის თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოს დაეწია (ორივეს 10-10 გოლი აქვს).

მე-9 წუთზე ფაბიო კოენტრაომ გონსალო იგუაინი მოძებნა, არგენტინელმა კარგად დაინახა მასთან შესახვედრად გამოვარდნილი კლაუდიო ბრავო და ჩილელს ბურთი თავზე გადაუგდო. "რეალ სოსიედადი" 5 მცველით თამაშობდა, ასევე ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ნომინალური მცველი საქმიანობდა, არ იყვნენ სასტარტოში ისეთი შემტევი ფეხბურთელები, როგორიც იმანოლ აგირეჩე (4 გოლი ჩემპიონატში) და ახალგაზრდა ფრანგი ანტუან გრიზმანია. ამიტომაც, ბასკებს გაშვებული ბურთის შემდეგაც უჭირდათ მეტოქის ნახევარზე გადასვლა.

მეორე ტაიმში "სოსიედადმა" შეუტია, შეცვლაზე შესული ანტუან გრიზმანის დარტყმულის გასანეიტრალებლად იკერ კასილიასს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა. მაგრამ "რეალმა" მიზანს მაინც მიაღწია. სტუმართა რიგებში საუკეთესონი კოენტრაო და სერხიო რამოსი იყვნენ, მორიგი მატჩი ჩააგდო კრიშტიანო რონალდომ.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "ბოლო წუთებში გაგვიჭირდა. მეორე ტაიმის ბოლომდე ფიზიკურად ვერ გავძელით, მაგრამ მენტალურად კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, ამიტომაც მოვიგეთ "ანოეტაზე". საკმაოდ ძნელი კვირა გვქონდა და ჩვენ ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ".

ლიონელ მესიმ კრიტიკოსები ჰეთ თრიკით გააჩუმა, მატჩში, რომელშიც სადებიუტო გოლი გაიტანა ახალგაზრდა ისააკ კვენკამ, ხოლო ჩემპიონმა 5:0 გაანადგურა "მალიორკა".

არგენტინელმა, რომელიც ახლა 13 გოლით "პიჩიჩისთვის" ბრძოლას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, თანაც ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გახსნა. სხვათა შორის, ყველაზე მეტი მესიმ სწორედ ამ გოლზე ინერვიულა, თორემ შემდეგი ორი, როგორც სჩვევია, ენითაუწერელი სიმსუბუქით გაიტანა. მესი და პენალტი ამ ორი ტურის წინ მთავარი თემა იყო, რადგან არგენტინელმა "სევილიასთან" მატჩის ბოლოს ვერ გაიტანა და "ბარსას" 2 ქულა დააკარგვინა. ახლა ყველაფერი წესრიგში იყო. ოდნავ გაღიზიანებული მესი კი თამაშის შემდეგ ამბობდა: "ისინი, ვინც ბოლო სამ თამაშში ვერგატანისთვის ჩემს კრიზისზე ალაპარაკდნენ, უბრალოდ, სულელები არიანო".

19 წლის ისააკ კვენკამ მეორედ ითამაშა "ბარსას" სასტარტოში, ის ბრაზილიელმა ადრიანომ გაიყვანა დუდუ ავატესთან პირისპირ, კვენკა ებრაელ გოლკიპერს გასცდა და ცაციათი ცარიელ კარში გაიტანა. ყველაზე კარგი კი დანი ალვეშის გოლი იყო, ბოლო წუთზე ბრაზილიელმა მცველმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან "ცხრიანში" გაიტანა - 5:0. მესის და კვენკას გარდა, დიდებულად ითამაშეს დანი ალვეშმა და ადრიანომაც.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ძალიან ბევრი ვირბინეთ, მეტისმეტიც კი. განსაკუთრებით ისააკის კარგი თამაშით და პირველი გოლით ვარ გახარებული, ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დღეს ძალიან ბევრმა ითამაშა კარგად, მაგრამ ვერ წამომიდგენია "ბარსა" დანი ალვეშის გარეშე, მისი წყალობით ჩვენ შეტევის განვითარების ბევრი ვარიანტი მოგვეპოვება, რითაც მეტოქეს ვჯობნით კიდეც".

"ვალენსია" ლიდერებს კვალში მიყვება, "ღამურებმა" მშობლიურ "მესტალიაზე" 3:1 დაამარცხეს "ხეტაფე". ამ თამაშში დუბლი შეასრულა ალჟირელმა სოფიან ფეგულიმ. ახალგაზრდა აფრიკელისთვის ეს პირველი გოლებია "ვალენსიას" მაისურით. აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ ფეგულის მცირე რიკოშეტი დაეხმარა. ერთი გოლიც შეცვლაზე შესული არიც ადურისის ანგარიშზეა, სხვათა შორის, ეს 30 წლის ბასკი ფორვარდის მხოლოდ პირველი გოლია სეზონში. სტუმართა ერთადერთი გოლი დიეგო კასტრომ ქუსლით გაიტანა.

მოიგო "ვილიარეალმაც", 2:0 დაამარცხა "რაიო ვალეკანო", რის წყალობითაც ხუან კარლოს გარიდომ თანამდებობა შეინარჩუნა - "წყალქვეშა ნავი" გასავარდნ ზონას აცდა, მაგრამ "ელ სუბმარინოს" თავკაცს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა - გუნდი ყოველ ტურში ერთ ფორვარდს კარგავს - ნილმარი ტრავმირებულია, წინა ტურში დიდი ხნით გამოეთიშა ფეხბურთს ჯუზეპე როსი, ახლა კი ჯერი ერთადერთ ჯანმრთელ ფორვარდზე მიდგა - არგენტინელმა მარკო რუბენმა ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება.

გუშინ "სპორტინგი" და "ბილბაო" დაზავდნენ - 1:1. სტუმარი მარკელ სუსაეტას გოლს, გოლითვე შეცვლაზე შემოსულმა ხორვატმა მატე ბილიჩმა უპასუხა. "რასინგმა" კრისტიან სტუანის პენალტის წყალობით ზედიზედ მეექვსე მარცხი მიაყენა "ბეტისს", რომელიც 4 ტურის შემდეგ ლა ლიგის ლიდერი იყო. რაც საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცი ექტორ კუპერი ესპანეთში დაბრუნდა, ეს მისი პირველი გამარჯვებაა ლა ლიგაში.

როგორც იქნა, მოიგო "ატლეტიკომ", რომელმაც "ვისენტე კალდერონზე" 3:1 დაამარცხა "სარაგოსა". განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გმირმა ადრიან ლოპესმა, რომელმაც დუბლი მიითვალა.

მომდევნო ტური
5 ნოემბერი: მალიორკა-სევილია, ბეტისი-მალაგა, ლევანტე-ვალენსია.
6 ნოემბერი: რეალი-ოსასუნა, გრანადა-რასინგი, სარაგოსა-სპორტინგი, ესპანიოლი-ვილიარეალი, რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი, ბილბაო-ბარსელონა, ხეტაფე-ატლეტიკო.

ლა ლიგა. X ტური
ვალენსია-ხეტაფე 3:1
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ბანეგა - პ. ერნანდესი, ჟონასი (76. პიატი), ფეგული (55. ხორდი ალბა) - სოლდადო (61. ადურისი).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი (61. მიკუ), კატა დიასი, ლოპო, მანე - რ. პერესი (46. ლასენი), მიჩელი - ვალერა, აბდელი, დ. კასტრო - გუისა.
გოლები: 1:0 ფეგული (12), 1:1 დ. კასტრო (24), 2:1 ფეგული (26), 3:1 ადურისი (75)
გაფრთხილება: ალბელდა, ფეგული - პერესი, კასტრო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-9 (5-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 28 000

ვილიარეალი-რაიო ვალეკანო 2:0
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - სენა (48. მარიო), ბრუნო - ბ. ვალერო, დე გუზმანი, კანი (23. კამუნიასი) - მ. რუბენი (48. ე. პერესი).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო (66. დანი პაჩეკო), არიბასი, ხორდი, კასადო - მოვილია (58. ტრაშორასი), ფუეგო - ლ. ბანგურა, მიჩუ, პიტი - ტამუდო (20. კოკე).
გოლები: 1:0 ბრუნო (20), ბ. ვალერო (66)
გაფრთხილება: კატალა, ლოპესი - ხორდი, არიბასი, პიტი, ფუეგო, მიჩუ
შენიშვნა: სენამ ვერ გაიტანა პენალტი (39)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-9 (5-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 14 000

ბარსელონა-მალიორკა 5:0 [იხილეთ ვიდეო]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, აბიდალი (46. პიკე), ადრიანო - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი (58. პუიოლი), კეიტა - კვენკა, მესი, ვილია (63. დეულოფეუ).
მალიორკა (4-3-3): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი (46. კრესპი), ბიგასი - ჟოაო ვიქტორი, მარტი (73. ვიქტორი), ტისონე (46. ზუიველროონი) - ნსუე, ალვარო ხიმენესი, გ. კასტრო.
გოლები: 1:0 მესი (13-პენ), 2:0 მესი (21), 3:0 მესი (29), 4:0 კვენკა (50), 5:0 დანი ალვეში (90)
გაფრთხილება: ალვეში - ნსუე, ბიგასი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18-2 (10-0); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 80 150

რეალ სოსიედადი-რეალი 0:1
რეალ სოსიედადი (5-4-1): ბრავო - კ. მარტინესი (83. აგირეჩე), დემიდოვი, კადამურო, ი. მარტინესი, მ. გონსალესი - ესტრადა (60. გრიზმანი), ბერგარა (86. პარდო), მარიგა, ჩაბი პრიეტო - კარლოს ველა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, ფაბიო კოენტრაო - ჩაბი ალონსო, ლ. დიარა (68. ხედირა) - დი მარია, იოზილი (63. კაკა), რონალდო - იგუაინი (80. ბენზემა).
გოლი: 0:1 იგუაინი (9)
გაფრთხილება: ი. მარტინესი, კადამურო, კ. მარტინესი, ბერგარა - რამოსი, არბელოა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 5-12 (3-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 28 800

სპორტინგი-ბილბაო 1:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა (78. დ. სუარესი), ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა (64. ბილიჩი), ეგურენი - ტრეხო (73. ლუის მორანი), ანდრე კაშტრო, დე ლას კუევასი - ბარალი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა (46. ტოკერო), აურტენეჩე - ანდერი, იტურასპე - სუსაეტა, მუნიაინი (61. დ. ლოპესი), დე მარკოსი - ფ. ლორენტე (64. ი. გომესი).
გოლები: 0:1 სუსაეტა (62), ბილიჩი (70)
გაფრთხილება: ტრეხო - ირაოლა, იტურასპე, სუსაეტა
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 9-21; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-7 (4-3); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 24 000

ოსასუნა-ლევანტე 2:0
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ბერტრანი (13. დამია), ლოლო, სერხიო (33. ფლანიო), რაიტალა - პუნიალი, რ. გარსია (77. რუბენი), ნეკუნამი - სეხუდო, ნინო, იბრაჰიმა.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, ნანო (64. არანდა), დელ ორნო - ხ. ტორესი, იბორა (54. ფარინოსი) - ვალდო, ბარკერო, ხუანლუ (60. რ. სუარესი) - კონე.
გოლები: 1:0 სეხუდო (39), 2:0 ნინო (43)
გაფრთხილება: გარსია, სეხუდო - დელ ორნო, იბორა, ვალდო
გაძევება: სეხუდო (58)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-14 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 19 000

რასინგი-ბეტისი 1:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, სისმა - პ. დიოპი, ადრიანი - სამპერიო (26. არანა), კონე, მუნიტისი (70. ციოლისი) - ნაუელპანი (60. სტუანი).
ბეტისი (4-3-3): კასტო - ისიდორო, უსტარიცი, დორადო, ნაჩო - ბენატი (72. მონტერო), ირინეი (85. მატილია), კანიასი - რ. კასტრო , პოსუელო, ხ. პერეირა (76. მოლინა).
გოლი: 1:0 სტუანი (63-პენ)
გაფრთხილება: ალვარო, ფრანსისი, დიოპი, მუნიტისი - ისიდორო
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 6-22 (2-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 17 000

ატლეტიკო-სარაგოსა 3:1
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - სილვიო (66. პერეა), გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (77. ტიაგო), გაბი - ადრიან ლოპესი, დიეგო (86. კოკე), არდა - ფალკაო.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, ლანსარო, დ. სილვა, პარედესი (46. ლაფიტა) - პონსიო, მეირა - სუკულინი (46. რუბენ მიკაელი), ლუის გარსია, ბარერა (63. ხუან კარლოსი) - პოშტიგა.
გოლები: 1:0 ადრიან ლოპესი (18), 2:0 დომინგესი (30), 3:0 ადრიან ლოპესი (74), 3:1 პოშტიგა (78)
გაფრთხილება: ფილიპე, სუარესი, გაბი - პონსიო, რუბენ მიკაელი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 18-12 (7-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 40 680

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 10 8 1 1 32-6 25
2. ბარსელონა 10 7 3 0 32-4 24
3. ლევანტე 10 7 2 1 17-7 23
4. ვალენსია 10 6 3 1 15-9 21
5. სევილია 9 4 5 0 10-6 17
6. ესპანიოლი 9 5 0 4 8-11 15
7. ოსასუნა 10 3 5 2 13-17 14
8. ბილბაო 10 3 4 3 15-12 13
9. ატლეტიკო 10 3 4 3 12-11 13
10. მალაგა 9 4 1 4 10-13 13
11. ვალეკანო 10 3 3 4 10-13 12
12. ბეტისი 10 4 0 6 10-15 12
13. ვილიარეალი 10 2 4 4 9-17 10
14. სარაგოსა 10 2 3 5 10-20 9
15. მალიორკა 10 2 3 5 8-16 9
16. სოსიედადი 10 2 2 6 9-14 8
17. სპორტინგი 10 2 2 6 8-14 8
18. რასინგი 10 1 5 4 7-15 8
19. ხეტაფე 10 1 4 5 9-15 7
20. გრანადა 9 1 2 6 2-11 5

ბომბარდირები: 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - გონსალო იგუაინი (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული