ემერი: "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისთვის ვერ იბრძოლებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ადრე "ღამურების" პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ საწინააღმდეგო თვალსაზრისი გამოთქვა.

"ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, ამ პირობებში ესპანეთის ჩემპიონის წოდებისთვის ვერ ვიბრძოლებთ. საქმე იმაშია, რომ მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ აუცილებელია ყურადღება ჩემპიონთა ლიგაში კარგად გამოსვლისკენ გადავიტანოთ", - განაცხადა ბასკმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული