"ბარსელონამ" ტიტულით გახსნა სეზონი - ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა "კამპ ნოუზე" შავი დღე აყარა "სევილიას", რომელმაც 2-ბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა. ყველაზე მთავარი, რაც ამ მატჩში მოხდა "ისევ ის" ლეო მესი დაბრუნდა!
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, როგორც იქნა, ის თYამაში აჩვენა, რასაც მისგან ელიან, ანდალუსიელთა კარში მან სამი გოლი გაიტანა. გვარდიოლამ საბრძოლოსთან მიახლოვებული შემადგენლობა დააყენა - არ უთამაშიათ მხოლოდ კარლეს პუიოლსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (ამ უკანასკნელის არგამოჩენამ კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ შვედი "მილანში" გადადის), ხოლო ინიესტა და ვილია შეცვლაზე შემოვიდნენ.
სასტარტო წუთებიდან "ბარსელონა"
"ბარსელონამ" სეზონის ამ დროისთვის შეუფერებლად ლამაზი და გამართული ფეხბურთი აჩვენა და მეცხრედ მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი.
"ჩვენ კიდევ ვიზრდებით, როგორც გუნდი, შესაძლებლობების ძღვრისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დიდებულად დავიწყეთ სეზონი და ასევე გავაგრძელებთ", - განაცხადა მატჩის 22 წლის გმირმა. ინტერნეტპორტალმა "გოლმა" მესის თამაში 10-ბალიანი სისტემით ცხრიანით შეაფასა, ხოლო ჩავის (134 პასი თამაშში!) თამაში - 8-იანით.
ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში 130 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის სამუელ ეტოოსა და რივალდოს გაუთანასწორდა. მის ანგარიშზე "ბარსელონაში" ერთი პოკერი და 5 ჰეთ თრიკია. მესის ჯერ ბევრი უკლია სესარ როდრიგესის (235 გოლი) და ლადისლაო კუბალას (194) მიღწევებამდე. მესიმ უკვე 11 გოლი გაუტანა ანდრეს პალოპს.
ბარსელონა-სევილია 4:0 (1:3)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი (87. ადრიანო) - მესი, კრკიჩი (56. ინიესტა), პედრო (56. ვილია).
სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, კონკო, ესკუდე, ნავარო - ხ. ნავასი, რომარიკი (60. ჩიგარინი), ზოკორა, კაპელი (60. ლ. ფაბიანო) - ალფარო (60. პეროტი) - ნეგრედო.
გოლები: 1:0 კონკო (14 ს.კ), 2:0 მესი (25), 3:0 მესი (44), 4:0 მესი (90)
მაყურებელი: 67 414