სანდრო ჩრდილიდან გამოდის

AutoSharing Option
სანდრო ჩრდილიდან გამოდის. ვინ სანდროო იკითხავთ, რა თქმა უნდა, როსელი, "ბარსას" ახალი პრეზიდენტი. რაღა ახალიო, იტყვით, მაგრამ შემოგედავებით, წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ენერგეტიკული ვამპირი იყო, როსელს აქამდე არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს და აი, თქვა: ლა ლიგას ცუდად აქვს საქმე, უნდა ვიხსნათ.

პირველი ნაბიჯი ამისკენ მონაწილეთა 18-მდე შეკვეცა იქნება, შემდეგ კი - 16-მდეო. კატალონიელთა ბოსმა სულ 4 კლუბი ჩამოთვალა, რომელთაც სტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვთ (გაგიკვირდებათ და, "რეალსა" და "ბარსასთან" კამპანიაში "ბილბაო" და "ოსასუნა" მოხვდნენ), სხვები შეიძლება, მალე მე-3 დივიზიონში ჩაიკარგონ ან სულაც
დაიშალონო.

ცოდვა გამხელილი სჯობს და ამ ტურის შემდეგ (ნუმერაციით მე-12, რეალურად - მე-11) ბარე ორი მწვრთნელის გაგდების ამბავს ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა: "ატლეტიკოს" თავკაციც ადგილზეა, ისევე როგორც "მალაგის", "სარაგოსის" და, თქვენ წარმოიდგინეთ, "რეალ სოსიედადისაც". მოკლედ, ჯერჯერობით მიქაელ ლაუდრუპი ერთადერთია, რომელმაც სამსახური დაკარგა და ისიც "მალიორკას" დანიელი თავკაცი არ გაუგდიათ, თავად წავიდა.

რონი ვს ლეო
ჩვენი ვერსიით, ამ ორ სუპერვარსკვლავს შორის ანგარიში 6:5 იყო ლიონელ მესის სასარგებლოდ. ახლა კი დელიკატური სიტუაციის წინაშე დავდექით: ერთი მხრივ ტურში აშკარად საუკეთესო კრიშტიანო რონალდოა, მეორე მხრივ კი ფეხბურთელი, რომელსაც ქვეთავით ქვემოთ ტურის გმირად დავასახელებთ.

რონალდომ "ოსასუნას" კარში სამი გოლი გაიტანა (5-დან 3 დარტყმა ზუსტი), პორტუგალიელი ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ თამაშგარეში მოხვდა. მესიმ "ბილბაოს" 1 გაუტანა (4-დან 2 ზუსტი დარტყმა). არგენტინელის წინააღმდეგ ორჯერ იუხეშეს, თავად - ერთხელ.

რონალდომ იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა - 6:6.

ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 4-2-3-1

ხავი ვარასი (სევილია, 4) - ალვარო არბელოა (რეალი, 3), ვიქტორ რუისი (ვალენსია, 1), მარტინ დემიკელისი (მალაგა, 1), ერიკ აბიდალი (ბარსელონა, 3) - ტინო კოსტა (ვალენსია, 1), აბდელ ბარადა (ხეტაფე, 1) - ანხელ დი მარია (რეალი, 3), ანდერ ერერა (ბილბაო, 1), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 6) - დავიდ ბარალი (სპორტინგი, 1).

ტურის გმირი
ლეო მესი (ბარსელონა)

მატჩის 91-ე წუთზე გაიტანა და "ბარსელონა" სეზონში პირველი მარცხისგან იხსნა. ეს მესის პირველი გოლია "სან მამესზე" და პირველი ჩემპიონატის საგარეო მატჩში.

ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო (რეალი): "ახლა "რეალი" ან კარგად თამაშობს ანაც ძალიან კარგად", - "ოსასუნას" 7:1 განადგურების შემდეგ.

ჩავი ერნანდესი (ბარსელონა): "თუკი ვინმე ამ თამაშში მოგებას იმსახურებდა, ეს ჩვენ ვიყავით", - "ბილბაოსთან" 2:2 ფრის შემდეგ.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ეს იყო სეზონის საუკეთესო მატჩი. ფეხბურთის ნამდვილი ჰიმნი", - "სან მამესური" ბატალიის შემდეგ.

ინიგო მარტინესი (რეალ სოსიედადი): "სათქმელი არაფერი მაქვს, სავსებით დამსახურებულად გამაგდეს", - ბასკი მცველი "ხეტაფესთან" მე-11 წუთზე გაძევების შემდეგ.

გრეგორიო მანსანო (ატლეტიკო): "ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დიდი გუნდის მაისურები აცვიათ", - "ხეტაფესთან" 2:3 მარცხის შემდეგ.

ლუის გარსია (ხეტაფე): "ჩვენ დავიმსახურეთ ასეთ სტილში მოგება, დროული იყო", - მადრიდული დერბის მოგების შემდეგ.

ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "მართალია, შედეგი სამართლიანია, მაგრამ ჩვენც ფატალურად არ გვიმართლებდა", - ვალენსიურ დერბიში მარცხის შემდეგ.

მარსელინო (სევილია): "ძალიან ცოტა გავაკეთეთ იმისთვის, რომ სამ ქულაზე პრეტენზია გვქონოდა", - "მალიორკასთან" უგოლო ფრის შემდეგ.

ტურის მსხვერპლნი
უპირველესად, ეს ანხელ დი მარიაა, რომელმაც მეორე ტაიმის მე-3 წუთზე მუხლის მყესი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. არადა, იმ დროისთვის მის ანგარიშზე უკვე იყო 3 საგოლე პასი. დი მარიას ნოემბერში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

"რეალ სოსიედადის" კენიელი ლეგიონერი მაკდონალდ მარიგა კარგა ხანს დააკლდება გუნდს, მან ხელის ტრავმა მიიღო.

ტურის ინციდენტი
ვალენსიურ დერბიში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა, "სიუტატ დე ვალენსიაზე", როცა "ვალენსიამ" პირველი გოლი გაიტანა, გახარებული ფანები ღობეს შემოახტნენ და იმანაც ვერ გაუძლო. შედეგად, 5 ფანი სერიოზულად დაშავდა, მათ მხრის და მუხლის ტრავმები აქვთ მიღებული. საბედნიეროდ, ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა.

პირველი
ივლისში "ეკიპმა" დაწერა, რომ 20 წლის ფლორიან ლეჟონში "ვილიარეალმა" 1 მილიონი ევრო გადაუხადა "ისტრს". ამის შემდეგ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების მცველი ჩვენი თვალთახედვის არეალიდან გაქრა (სეგუნდაში თამაშობდა) და აი, "ესპანიოლთან" მისი დებიუტი შედგა ლა ლიგაში, ის ბოლო წუთზე შევიდა.

ტურის სტატისტიკა
27 გოლი ტურში (2,7 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 6 ფრით დასრულდა, სტუმრებმა 1 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 61 ყვითელი და 6 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
დუბლი - ქარიმ ბენზემა (რეალი), დავიდ ბარალი (სპორტინგი), მიჩუ (რაიო ვალეკანო).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხოსე კამპანია (სევილია, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 70 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 26 - ბილბაო
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - მალიორკა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - სარაგოსა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 75% - რეალი

მალიორკა-სევილია 0:0
საუკეთესო ფეხბურთელი: ხავი ვარასი (სევილია)

ბეტისი-მალაგა 0:0
საუკეთესო ფეხბურთელი: ალეხანდრო პოსუელო (ბეტისი)

ლევანტე-ვალენსია 0:2
საუკეთესო ფეხბურთელი: ტინო კოსტა (ვალენსია)

რეალი-ოსასუნა 7:1
საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

გრანადა-რასინგი 0:0
საუკეთესო ფეხბურთელი: მიკელ რიკო (გრანადა)

სარაგოსა-სპორტინგი 2:2
საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან პაბლო (სპორტინგი)

ესპანიოლი-ვილიარეალი 0:0
საუკეთესო ფეხბურთელი: ერნან პერესი (ვილიარეალი)

რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი 4:0
საუკეთესო ფეხბურთელი: მიჩუ (რაიო ვალეკანო)

ბილბაო-ბარსელონა 2:2
საუკეთესო ფეხბურთელი: ლეო მესი (ბარსელონა)

ხეტაფე-ატლეტიკო 3:2
საუკეთესო ფეხბურთელი: აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე)

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 11 9 1 1 39-7 28
2. ბარსელონა 11 7 4 0 34-6 25
3. ვალენსია 11 7 3 1 17-9 24
4. ლევანტე 11 7 2 2 17-9 23
5. სევილია 11 4 6 1 11-8 18
6. მალაგა 11 5 2 4 12-14 17
7. ესპანიოლი 11 5 1 5 9-13 16
8. ვალეკანო 11 4 3 4 14-13 15
9. ბილბაო 11 3 5 3 17-14 14
10. ოსასუნა 11 3 5 3 14-24 14
11. ატლეტიკო 11 3 4 4 14-14 13
12. ბეტისი 11 4 1 6 10-15 13
13. ვილიარეალი 11 2 5 4 9-17 11
14. ხეტაფე 11 2 4 5 12-17 10
15. მალიორკა 11 2 4 5 8-16 10
16. სარაგოსა 11 2 4 5 12-22 10
17. სპორტინგი 11 2 3 6 10-16 9
18. რასინგი 11 1 6 4 7-15 9
19. გრანადა 11 2 3 6 4-12 9
20. სოსიედადი 11 2 2 7 9-18 8

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - გონსალო იგუაინი (რეალი); 7 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული