60 მეტრიდან გატანილი ულამაზესი გოლი

AutoSharing Option
ვიდეო
ესპანური კლუბის "ოვიედოს" სენეგალელმა ფეხბურთელმა, მატარ დიოპ მარტინსმა გოლი 60 მეტრიდან გაიტანა.

13 ნოემბერს, ესპანეთის სეგუნდა ბ-ში "ოვიედოსა" და "კორუჩოს" მატჩში მარტინსმა მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა შეხვედრა 2:0 მოიგო.

როგორც გაირკვა, სენეგალელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი ესპანეთის ჩემპიონატში პირველი აღმოჩნდა. შორეული დისტანციიდან გატანილი გოლის შემდეგ მარტინსი რამდენიმე წუთში შეცვალეს, გულშემატკივარმა კი ის აპლოდისმენტების თანხლებით გააცილა.

ესპანეთის მესამე დივიზიონის სატურნირო ცხრილში "ოვიედო" მეოთხე ადგილზე იმყოფება. გუნდმა 13 ჩატარებულ მატჩში 21 ქულა მოიპოვა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული