ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: რასინგი

AutoSharing Option

 პრინცის გარეშე

რეალ რასინგ კლუბ დე სანტანდერ

მხარე: კანტაბრია
დაარსდა: 1913 წ.
მწვრთნელი: მიგელ ანხელ პორტუგალი (54 წლ)
სტადიონი: ელ სარდინერო (22 271)
გასულ სეზონში: მე-16
ტიტულები: -
საიტი: http://www.realracingclub.es/



მივიდნენ: ენრიკე ადრიანო (ბარსელონა), დომინგო სისმა (ალმერია), ფრანსის პერესი (ხერესი), კენედი ბაკირჩიოგლუ (აიაქსი), არიელ ნაუელპანი (კორიტიბა), ალექსანდროს ციოლისი (სიენა), ადრიან გონსალესი (ხეტაფე), მარიო ფერნანდესი, ოსმარ ბარბა (რასინგ ბ).
წავიდნენ: ხოსე ანხელ კრესპო (სევილია), ნასიეფ მორისი (პანათინაიკოსი), სისკო ხიმენესი (ნიუკასლი), სერხიო კანალესი (რეალი), ორიოლ ლოზანო (არისი), ხოსე მორატონი (სალამანკა), ტონი მორალი (კარტახენა), ლუის

გარსია (კონტრაქტი დაუსრულდა), ხუანხო ესპოსიტო (კორდობა), ჯონათან ვალე (უოტფორდი), ისმოდესი (სპორტინგ კრისტალი), გონსალეში (ოლანენშე), სარმიენტო (სალამანკა), მარიო ორტისი (ტრანსფერზეა).

43-ე სეზონია კანტაბრიული კლუბი უმაღლეს დივიზიონშია და ჯერ ერთი ტიტულიც არ მოუპოვებია, "რასინგი" ესპანეთის ჩემპიონატის გარიჟრაჟზე (1931 წ) მე-2 ადგილზე გავიდა, ეს იყო და ეს...

სეზონი ჯერ დასრულებული არ იყო, როცა "რასინგსა" და "რეალს" შორის დიდი გარიგება შედგა - ესპანური ფეხბურთის პრინცად მონათლულმა სერხიო კანალესმა "სამეფო კლუბთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კანალესს შეკრება "რეალთან" ერთად უნდა გაევლო, მაგრამ პირველი სეზონი ისევ "რასინგში" უნდა ეთამაშა იჯარით. "რეალის" პირველივე ვარჯიშის შემდეგ ჟოზე მოურინიოს განკარგულება ასეთი იყო: "ეს ბიჭი როგორმე დატოვეთ". ასე რომ, კანტაბრიელებს კანალესის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. მათთვის კი ფონი ისევ პრიმერაში დარჩენის საკითხი იქნება.

სხვა მხრივ სანტანდერელებს გაუმართლდათ - "ბარსელონას" კვლავ არაფერში ესაჭიროება ბრაზილიელი მცველი ენრიკე და "რასინგმა" ახალი საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა მას. "ხეტაფედან" წამოვიდა მიჩელის ვაჟი ადრიან გონსალესი. კლუბმა შეტევის ხაზში ახალი ფორვარდი მიიღო - შვედეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კენედი ბაკირჩიოგლუ, რომელიც ბოლოს "აიაქსში" თამაშობდა და მომო ტჩიტესთან დუეტს შექმნის. ვფიქრობთ, "რასინგი" ამ სეზონშიც შეინარჩუნებს უმაღლესში ადგილს.

რასინგი 2009/10: კოლტორტი (23 თამაში), ტონიო (16თ); ლასენი (33თ, 3გ), სერანო (33თ, 3გ), არანა (31თ, 4გ), კოლსა (30თ, 3გ), ტჩიტე (29თ, 11გ), ფერნანდესი (29თ, 2გ), მუნიტისი (29თ), კანალესი (26თ, 6გ), ტორეხონი (27თ), სისკო (23თ, 3გ), დიოპი (23თ, 1გ), პინილიოსი (23თ), ენრიკე (22თ, 2გ), გეიხო (19თ, 1გ), ორიოლი (19თ), მორალი (18თ, 1გ), ლ. გარსია (15თ), კრესპო (13თ), ბოლადო (12თ, 2გ), მორისი (12თ), მორატონი (11თ), სეპსი (5თ), ბედია (5თ), ორტისი (2თ), ოსმარი (1თ), ხუანხო (1თ), ლუისმა (1თ).           
რასინგი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): ტონიო - პინილიოსი, ფერნანდესი, ენრიკე, სისმა - არანა, დიოპი, კოლსა, სერანო - ტჩიტე, კენედი. 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული