დელ ბოსკემ გვარდიოლა, მესი, რონალდო და მიულერი გამოარჩია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ 2011 წლის საუკეთესი მწვრთნელის ტიტული "ბარსელონას" თავკაც პეპ გვარდიოლას ეკუთვნის.

რაც შეეხება "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს, დელ ბოსკემ "ბლაუგრანას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი თომას მიულერი გამოარჩია.

"გვარდიოლას არამხოლოდ მოგებული ტიტულების გამო, არამედ სამწვრთნელო საქმეში და ჩვეულებრივ ცხოვრებაში ქცევისათვის გამოვარჩევ. ფიფას რეგლამენტი ამ ასპექტებსაც ითვალისწინებს", - განაცხადა დელ ბოსკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული