პიკე "რეალთან" ითამაშებს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომისიამ ვერ დაამტკიცა, რომ "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის 84-ე წუთზე თამაში მიზანმიმართულად დაარღვია.

შესაბამისად კომისია ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის ვადას აღარ გაუზრდის.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მიმდინარე სეზონში მისთვის რიგით მეხუთე გახდა.

გამომდინარე აქედან, ესპანელი მცველი "ლევანტესთან" მატჩს გამოტოვებს, თუმცა "ელ კლასიკოზე" თამაშს შეძლებს.

არსებობდა ეჭვი, რომ პიკემ მიზანმიმართულად დაარღვია თამაშის წესები, რათა "ელ კლასიკომდე" ერთი მატჩით დაესვენა, მაგრამ კომისიამ ამის დამტკიცება ვერ შეძლო და
კატალონიელთა ფეხბურთელი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული