ესპანიოლიდან წასვლა არ გასჭირვებია

AutoSharing Option
ბოლო წლებში რაულ ტამუდო ბარსელონის "ესპანიოლის" სული და გული იყო. ამ კლუბის საფეხბურთო სკოლაში აღზრდილი ფორვარდი 1996 წლიდან იცავდა კატალონიური კლუბის ღირსებას. ერთი ხანობა ტამუდო ესპანეთის ნაკრების წევრიც იყო, თუმცა მისი უმთავრესი ოცნება "ესპანიოლთან" ერთად ტიტულების მოპოვება იყო. მისი კაპიტნობით ბარსელონელებმა 2000 და 2006 წლებში ესპანეთის სამეფო თასი მოიპოვეს, ხოლო 2007-ში უეფას თასის ფინალში იყვნენ, თუმცა ეს იყო და ეს...

დღეს კი 33 წლის კატალონიელი პრიმერა დივიზიონში დაბრუნებული "რეალ სოსიედადის" წევრია. ტამუდოს თქმით, ბასკურ კლუბში მას ვარჯიშისა და თამაშის მიძინებული
სურვილი გაუმძაფრდა.

"თავს საუცხოოდ ვგრძნობ, ფეხბურთელობის შეგრძნება დამიბრუნდა. ეს სასიამოვნოა და სწორედ ისაა, რაც ბოლო წლებში ასე მაკლდა", - თქვა ტამუდომ.

სან სებასტიანის კლუბში გადასვლას კი ტამუდომ ასეთი კომენტარი გაუკეთა: "სოსიედადში" წასვლა ჩემთვის იოლი იყო, რაკი "ესპანიოლში" ჩემი იმედი აღარ ჰქონდათ. სათანადოდ ვვარჯიშობდი და ნორმალურ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ გუნდის სამატჩო განაცხადში მაინც ვერ ვხვდებოდი. ახლა კი სან სებასტიანში ვარ და ჩემი ახალი კლუბის ხელმძღაველობას ნდობისთვის მადლობას ვუხდი. ყველაფერს ვიღონებ, რათა მათი იმედები გავამართლო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული