გუტი: "რეალი" "ბარსელონას" ანგარიშით 3:1 დაამარცხებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ ესპანეთის ნაციონალური პირველობის პირველი "კლასიკოს" შესახებ ისაუბრა.

"რეალის" და "ბარსელონას" დაპირისპირება 11 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართება. გუტი მიიჩნევს, რომ მისი მშობლიური გუნდი გაიმარჯვებს. ფეხბურთელმა ანგარიშიც კი იწინასწარმეტყველა.

"ბარსელონა" მიმდინარე სეზონში უფრო მეტადაა მესიზე დამოკიდებული, მაშინ როცა "რეალს" საოცნებო გუნდი ჰყავს. თუ რონალდო არ გაიტანს, ამას სხვები გააკეთებენ. მესის წარუმატებელი თამაშის შემთხვევაში "ბარსელონას" გაუჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ "რეალი" მეტოქეს ანგარიშით 3:1 დაამარცხებს", - განაცხადა გუტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული