მასუდი გერმანელი ქირურგების იმედზეღაა

AutoSharing Option
"ოსასუნას" ირანელი ნახევარმცველი მასუდ შოჯაეი ოპერაციას გერმანიაში გაიკეთებს. აპრილში, "ატლეტიკოსთან" მატჩში მან ტერფის მე-5 ძვალი მოიტეხა და მას მერე ვერაფრით შეძლო მოედანზე დაბრუნება. არადა, ირანის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მას მერე სამი ოპერაცია გაუკეთეს. ნავარელთა პლეიმეიქერს ტიტანიუმის პლატინის ჩანერგვა ესაჭიროება.

მასუდი 27 წლისაა, ის 2008 წელს გადავიდა "ოსასუნაში", ნავარელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 3,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ირანის ნაკრებში მან 37 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული