ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: სპორტინგი

AutoSharing Option

ნაჩო ნოვო, ახალი კაცი სამშობლოში


რეალ სპორტინგ დე ხიხონ

მხარე: ასტურია
დაარსდა: 1905 წ.
მწვრთნელი: მანუელ პრესიადო (52 წლ)
სტადიონი: ესტადიო მუნისიპალ ელ მოლინონი (25 885)
გასულ სეზონში: მე-15
ტიტულები: -
საიტი: http://www.realsporting.com/



მივიდნენ
: ალბერტო ბოტია (ბარსელონა ბ), აიოსე გარსია (ტენერიფე), გასტონ სანგოი (აპოლონი), ნაჩო ნოვო (რეინჯერსი), სებასტიან ეგურენი (ვილიარეალი).

წავიდნენ: მილან სმილიანიჩი (ესპანიოლი), კიკე მატეო (ელჩე), ფრანსისკო მალდონადო (კარტახენა), ხერარდ სერაბასა (ხერესი), დიეგო კამაჩო, პედრო ორფილა (კონტრაქტი დაუსრულდათ).

ხიხონის "სპორტინგი" ესპანეთში უძველეს სტადიონზე თამაშობს, "ელ მოლინონი" 1908 წელს გაიხსნა,
მანამდე კი ქვეყანაში ერთი ნაღდი სტადიონიც არ ყოფილა (სათამაშო მინდვრებს არ ვგულისხმობთ). ამის მიუხედავად მხოლოდ ერთხელ იყო "სპორტინგი" ჩემპიონობასთან ახლოს, 1979 წელს მე-2 ადგილი დაიკავა. ასტურიული გუნდი ერთი საშუალო ესპანური კლუბია, რომელიც წლეულს 39-ედ ჩაებმება ლა ლიგის უმაღლესი დივიზიონის გათამაშებაში.

სატრანსფერო სეზონის დაწყებამდე "როხიბლანკოსს" ახალ სეზონში სეგუნდა დივიზიონში გავარდნას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მანუელ პრესიადო გამჭრიახი თავკაცი აღმოჩნდა და გუნდი რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელით გააძლიერა. უმთავრესი შენაძენი კი შემტევი ნაჩო ნოვოა, რომელიც გლაზგოს "რეინჯერსიდან" უსასყიდლოდ შეუერთდა "სპორტინგს". 31 წლის ცენტრფორვარდს თითქმის მთელი კარიერა ბრიტანეთში აქვს გატარებული, სამშობლოში მას 10 სეზონია არ უთამაშია.
ასტურიელებმა შეინარჩუნეს იჯარით მყოფი ალბერტო ბოტია, შუახაზს კი ურუგვაელი სებასტიან ეგურენი (ვილიარეალი) გააძლიერებს.

სპორტინგი 2009/10: ხუან პაბლო (38 თამაში); დე ლას კუევასი (37თ, 8გ), დიეგო კასტრო (35თ, 10გ), გრეგორი (35თ 2გ), რივერა (34თ, 1გ), ბარალი (33თ, 4გ), ლორა (32თ), ბილიჩი (31თ, 5გ), ლუის მორანი (28თ, 4გ), კანელია (28თ, 1გ), კარმელო (27თ), ბოტია (26თ), კამაჩო (23თ), კიკე მატეო (16თ), მალდონადო (15თ), სასტრე (14თ), მატაბუენა (14თ), მიჩელი (13თ), ხოსე ანხელი (13თ), სოტო (10თ), ხერარდი (8თ), სმილიანიჩი (6თ), პედრო (5თ), პორტილია (4თ), მარკოსი (1თ), ალვარესი (1თ), ბორხა (1თ), მუნისი (1თ).

სპორტინგი 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): კუელიარი - სასტრე, გრეგორი, ბოტია, კანელია - მალდონადო, ეგურენი, დ. კასტრო, დე ლას კუევასი - ნაჩო ნოვო, ბილიჩი.

ფოტო: ნაჩო ნოვოს სამშობლო მოენატრა




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული