ილგნერი არამხოლოდ ჟოზე მოურინიოს გუნდის გამარჯვებას ელის, არამედ მატჩის ანგარიშსაც წინასწარმეტყველებს.
"რეალი" ამჟამად კარგ ფორმაშია და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩში სამ ქულას მოვიპოვებთ. რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, "რეალის" სასარგებლოდ 2:0-ს ვფიქრობ.
1996/97 წლების სეზონი მახსენდება - მაშინ "ბარსელონა" ასევე ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერები ვიყავით. ვფიქრობ, შესაძლოა ისტორია განმეორდეს", - განაცხადა ილგნერმა.